არქიტექტურა ორიგინალური სასტუმრო სინგაპურში 2013, 16 მაისი, 9:11 სასტუმრო Park Royal მრავალი დამსვენებლისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანის ყურადღების ცენტრში თავისი ორიგინალური ბაღების საშუალებით მოხვდება. არქიტექტურული კომპანია WOHA გეგმავს სინგაპურში თანამედროვე სასტუმრო Park Royal ააგოს. მინის ცათამბჯენი ქალაქის პარკის სიახლოვეს აშენდება და მას "კიდული ბაღები" დაამშვენებს. ფირმა აპირებს გააკეთოს უფრო მეტი გამწვანება, ვიდრე ეს Hong Lim Park-ს აქვს. ისინი აპირებენ მოაწყონ სასეირნო ტერასები, შექმნან მწვანე გარემო, რომლის დასრულების შემდეგაც მისი ფართობი 15000 კვადრატული მეტრი იქნება (ფართობში იგულისხმება მწვანე საფარის ფართობი). დამატებით წარმოდგენის შესაქმნელად შემოგთავაზებთ ფოტოებს.
134 11-ს მოსწონს
|