x
image
sweet one
იყავი ძლიერი პიროვნება!
imageისწავლე უარის თქმა! აჰყევი საკუთარ ტემპს!


დრო ხომ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასია! მისი უაზროდ გაფლანგვა ყველაზე დიდი დანაშაულია!


მაგალითად: ოფისში შესვლას ვერ ასწრებ, რომ ერთი თანამშრომელი უკვე იწყებს დედამთილთან არსებული პრობლემების განხილვას, მეორე კი მოდურ ბუტიკში ახალი კოლექციის შემოსვლას გაუწყებს.... უკვე წლებია, რაც ასე გრძელდება. შენი კოლეგები ყოველდღე ღიად გპარავენ თავისუფალ დროს. უთხარი, რომ არ გცალია. ასევე შეგიძლია იმ ადამიანთან გადაამისამართო, რომელიც მათ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება ან შოპინგზე სიამოვნებით გაჰყვება.



imageისე არ იფიქრო, რომ მეგობრები არ უნდა გყავდეს და მათ პრობლემების გადაჭრაში არ უნდა დაეხმარო. უბრალოდ ყველაფერს აქვს საზღვარი. სხვას თუ სიკეთეს გაუკეთებ, ამ დროს საკუთარ თავს ბოროტად არ მოექცე.


მაგალითად: თუ უმნიშვნელოვანეს კომფერენციაზე სიტყვით უნდა გამოხვიდე და თემის მოსამზადებლად სულ რაღაც 5 დღე გაქვს დარჩენილი, ეს დრო მხოლოდ შენს თავს და პროფესიას უნდა დაუთმო. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრწყინვალე შედეგი ვერ გექნება და შესაბამისად, იმას დააწინაურებენ ვინც დროის ფასი შენზე უკეთ იცის და მეგობრის დახმარების დროს საკუთარ თავსა და საქმეს ზიანს არ აყენებს.


imageშენ ძლიერი პიროვნება უნდა იყო, საკუთარი ცხოვრების ტემპს უნდა აჰყვე. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია დროის ფასი იცოდე.


აბა დაფიქრდი, შენი მეგობრებისთვის რომელი ვარიანტი გინდა იყო?


ა) ძლიერი და წარმატებული პიროვნება, რომელიც ყველანაირ ასპექტში შეძლებს მეგობრების დახმარებას.


თუ


ბ) პიროვნება, რომელსაც სურვილის მიუხედავად სიტყვიერი თანაგრძნობის გარდა არაფერი შეუძლია.


მესმის, რომ ძალიან ხშირად მეგობარს მხოლოდ მოსმენა და თბილი სიტყვები სჭირდება, მაგრამ .... კიდევ ერთხელ გკითხავ: პირადად შენ, მეგობრისთვის როგორი გინდა რომ იყო?


image


პირად წარმატებას, სიძლიერეს, კეთილდღეობასა და სხვების დახმარების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებ, როდესაც დროის სწორ მენეჯმენტს ისწავლი.


გისურვებ წარმატებებს!




0
108
2-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0