x
image
sweet one
კონდომის შერჩევა ( +16 )
imageგასაკვირია, მაგრამ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა არ იცის კონდომის სწორად შერჩევა. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და აქედან გამომდინარე, მისი ყიდვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რა მასალისგანაა ის დამზადებული, რათა შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციებით გამოწვეული გართულებები.


ტექსტურა


კონდომების დასამზადებლად ძირითადად სამი სახის მასალას იყენებენ. განვიხილოთ თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.


#1. ლატექსი - ლატექსი რეზინის ერთ-ერთი ტიპი გახლავთ.



imageდადებითი მხარეები:

image დაცულობის ხარისხი მაღალია.

image იოლია გამოსაყენებლად.

image შედარებით იაფია.



image უარყოფითი მხარეები:


image მოსახლეობის 1/6 ალერგიულია ლატექსის
მიმართ.

image შენ თუ არ ხარ ალერგიული - ეს არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა გაარკვიო შენი პარტნიორის დამოკიდებულებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია შენ არაფერი მოგივა, მაგრამ მას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნა.


#2. პოლიეთილენი - პოლიეთილენი პლასტმასის ერთ-ერთი ტიპი გახლავთ.


image

დადებითი მხარეები:



image პოლიეთილენს ლატექსზე თხელი სტრუქტურა

აქვს. მისი თხელი კედლების გამო თითქმის არ

იგრძნობა, რომ კონდომს იყენებთ.


image უარყოფითი მხარეები:


image არ გამოირჩევა სიმყარით. ცდების შედეგად
დადგინდა, რომ პოლიეთილენისგან დამზადებული კონდომი უფრო ხშირად ზიანდება, ვიდრე ლატექსისგან დამზადებული.


#3. ნატურალური ტყავი - როგორც წესი ცხვრის.


imageდადებითი მხარეები:


image ნატურალური მასალისგან დამზადებულ

კონდომს შედარებით მეტი მგრძნობელობა აქვს.




image უარყოფითი მხარეები:


image ძალიან ეფექტურია არასასურველი ფეღმძიმობის

თავიდან ასაცილებლად, თუმცა არცთუ კარგ შედეგს იძლევა ვენერიული დაავადებებისაგან დაცვის თვალსაზრისით.

imageმისი ფასი საკმაოდ აღემატება სხვა კონდომების ფასს.



image
კონდომის ხელმეორედ გამოყენება
სასტიკად აკრძალულია!! არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარისხის იქნება ის. სამწუხაროდ, კონფიდენციალურად ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ბევრი მოზარდი მას რეცხავს და ხელმეორედ იყენებს. გაითვალისწინეთ, რომ ასე შესაძლოა ძალიან მძიმე და სერიოზული ინფექცია შეგეყაროთ.

4
1760
13-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
1760
  
2013, 10 მაისი, 12:42
არადა 20 თეთრი ღირს ყველაზე იაფი, ერთი ცალი. ლარად ბევრი იყიდო არ ჯობია გარეცხვას? დღევანდელ მოზარდებს ზოგჯერ უფროსზე მეტი ფული აქვტ ჯიბეში(ზოგჯერ). მაგრამ განათლება განათლებააააა
2013, 5 მაისი, 16:04
კარგია :D აი ბოლო საინტერესოა, თეთრების ფხვნილში რეცხავენ თუ ფერადებში და მანქანით თუ ხელით :D
2013, 4 მაისი, 22:31
მაგარია. უმაგრესია უფრო სწორად . არ ვიცოდი
2013, 4 მაისი, 20:07
კარგი და საჭირო რჩევაა
0 1 4