ფეხბურთი კატალონიელებმა ღირსეულად გააცილეს ღირსეული ფეხბურთელი 2013, 2 ივნისი, 12:40 სპორტულ სამყაროს და მსოფლიო ფეხბურთს კიდევ ერთი ლეგენდა - 33 წლის ასაკში ერიკ აბიდალი გამოეთხოვა, რომელიც გუშინ გამართულ "ბარსელონა" - "მალაგას" მატჩზე (4:1) 73 - ე წუთზე შემოვიდა მოედანზე ."ნიუ კამპის" სტადიონი უამრავი გულშემატკივარით იყო სავსე - ისინი ხომ ფრანგ ბომბარდირს და "ბარსელონას" მთავარ მცველს ეთხოვებოდნენ.
ერიკ აბიდალი საფრანგეთის "ლიონიდან" 2007 წელს გადავიდა "ბარსელონაში" სათამაშოდ, 193 თამაშიდან 128 მოგებით დასრულდა, სადაც უზომოდ დიდ იყო აბიდალის წვლილი და სწორედ ამიტომ მან ამ 6 წლის განმავლობაში 15 უმნიშვნელოვანესი ტიტული მოიპოვა. ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ცნობილია, რომ გასული წლის თებერვალში ფეხბურთელს უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა და მას გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა.მოედანზე სათამაშოდ კი მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაბრუნდა. ღირსეულად გააცილეს ღირსეული და თავდაუზოგავი ფეხბურთელი გულშემატკივართა დიდმა არმიამ, სადაც ბომბარდირმა, რომელიც მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად იყო სტადიონზე მოსული, გამოსათხოვარი სიტყვა თქვა: - " ჩემი ოჯახის სახელით უდიდეს მადლობას ვუხდი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, თქვენი დამსახურებაა, რომ 6 წლის მანძილზე ასეთი შემართებით ვთამაშობდი... ეს ექვსი წელი მართლაც შესანიშნავი იყო ჩემს ცხოვრებაში...დიდი მადლობა კატალონიელებს.თქვენ ჩემი ოჯახის ბედნიერება ხართ და არასოდეს დამავიწყდებით, სამუდამოდ დარჩებით ჩემს გულში." ამ სიტყვებით დაასრულა ერიკ აბიდალმა თავისი გამოსვლა და აცრემლებულმა საკუთარ ფანებთან ერთად იზეიმა საკუთარი გაცილების ცერემონიაზე. 566 26-ს მოსწონს 1-ს არა
|