x
მეტი
  • 16.08.2024
  • სტატია:136579
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510852
სვეტიცხოველს(ავტორი ირინა ხურციძე)

მზესთან წილდანაყარო
ჩემო მცხეთაქალაქო,
უძლეველთა მეფეთა
წმიდა ძვალთშესალაგო.
თაღებნაჩუქურთმევო
ჩემო სვეტიცხოველო,
უძლეველო ნათლის და
ჯვარის ხელთამპყრობელო,
სიყვარულის საუნჯის
ხელთუქმნელო კრებულო.
ანთებულო სანთელო,
ჩაუქრობო კანდელო,
მიხარია, რომ ისევ
ძველებურად ქართველობ.


როცა


აქ
, ჩემს ქალაქში
თენდება როცა,
ყველა სულდგმული
შემოქმედს ლოცავს,
სად ნეტარებით
ივსება გული,
აბა, რად მინდა
სხვა სიყვარული
აქ, ჩემს ქალაქში
თენდება როცა...


0
17
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ხურციძე
ირინა ხურციძე
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0