რჩევები როგორი სათვალეებია მოდაში 2013 წელს? 2013, 14 მაისი, 13:11 მზიანი ამინდის დადგომისას, ყველა ცდილობს შეარჩიოს სათველე, რომელიც აუცილებელი, დამხმარე აქსესუარია, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სათვალეები პირველ რიგში იცავს თვალებს მზისაგან, თვალის ირგვლივ არსებულ, ძალიან ნაზ და სათუთ კანს, ნაადრევი ნაოჭებისაგან და არაჩვეულებრივად ნიღბავს ჩვენ სახეს თუ არ გვაქვს გაკეთებული მაკიაჟი.ისმება კითვა: როგორი სათვალეებია მოდური2013 წელს? რჩევებს გვაძლევს, უკრაინელი დიზაინერი,
ვლადა ნაზიკი.
2013 წელს ძალიან მოდურია, სათვალეები ფერადი ჩარჩოებით. შეიძლება ეს ჩარჩო იყოს როგორც ერთფერი ასევე სხვადასხვა ფერით ნაზავი ან მაგალითად ყვავილებიანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო დიდი არჩევანი გავაკეთოთ ჩაცმისას.ასევე მოდურია, როცა სათვალის ჩარჩოს ფერი მკვეთრად განსხვავდება სათვალის მინის ფერისაგან. წარმოგიდგენთ მოდური სათვალეების ფოტოებს. სეზონის მოდურ სათვალეებს შორისაა- სათვალეები, თეთრი ჩარჩოთი. თვითონ ჩარჩო არ უნდა იყოს სქელი, არამედ რაც შეიძლება თხელი და დახვეწილი. აქტუალურია სათვალეები "სარკისებური" მინებით.ასეთ სათველეებს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოდის მიმდევრების აქსესუარებს შორის. იმ ქალბატონებს კი , რომლებიც რეტროს სტილს აძლევენ უპირატესობას, ურჩევენ სათვალეებს, რომელსაც "კატის თვალებს" უწოდებენ. იმედია, ეს რჩევები და ფოტოები, დაგეხმარებათ აარჩიოთ ამ სეზონის მოდური სათვალეები. გისურვებთ წარმატებებს! 92 11-ს მოსწონს
|