x
image
ტორნადო07
დავნიძლავდეთ თქვენ ეს არ იცოდით...
წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს. წაიკითხეთ, ეს ამად ღირს...image


1)ავსტრალიელი მძღოლის ბიულ მორგანის ცხოვრებაში წარმატება მას შემდეგ მოვიდა, რაც ის მოკვდა!!! კლინიკური სიკვდილიდან 14 წუთში ის გაცოცხლდა და გადაწყვიტა ლატარიის ბილეთი ეყიდა, რომელმაც მას მანქანა მოაგებინა ღირებულებით 27 ათასი აშშ დოლარი. ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტმა ბილს სთხოვა მისთვის ეჩვენებინა როგორ მოხდა ყველაფერი. ბილმა ახალი ბილეთი იყიდა და 250 ათასი დოლარი მოიგო.image


2)თოვლის გამო დაბრმავების თავიდან ასაცილებლად ესკიმოსები ძვლებისგან სპეციალურ სათვალეებს ამზადებენ.image


3)დღეს იაპონიაში 100 წელზე მეტი ასაკის 50 ათას ადამიანზე მეტი ცხოვრობს.image



4)აბულომანია-ეს არის ფსიქიური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს გადაწყვეტილების მიღების უნარს. ის პანიკაში ვარდება თუ მას ელემენტარული გადაწყვეტილების მიღებაც კი უწევს, მაგალითად სადილზე კატლეტი მოამზადოს თუ კარტოფილი.image


5)ერთმა ჩინურმა კომპანიამ 30 სართულიანი სასტუმრო რეკორდულ ვადაში 15 დღეში ააშენა. კომპანიის განცხადებით შენობა გაუძლებს 9 ბალიან მიწისძვრას. ასევე სპეციალური მოწყობილობის ხარჯზე ჰაერი აქ გაცილებით სუფთაა.image


6)არსებობს ადამიანთა საზოგადოება, რომლებიც თვლიან, რომ დედამიწის ცენტრში ცარიელი სივრცეა. ისინი "ისტორიაში უდიდეს ექსპედიციას" ამზადებენ ამის დასამტკიცებლად.image


7)ერთხელ ჯონი დეპმა მიიღო წერილი სკოლის მოსწავლისაგან, რომელიც სთხოვდა მას გაკვეთილის გაცდენაში დახმარებოდა. ჯონი დეპი სკოლაში ჯეკ ბეღურას კოსტიუმში გამოწყობილი გამოცხადდა და გაკვეთილი ჩაშალა.image


8)თურქეთში ცხოვრობს 5 კაციანი ოჯახი, რომელიც გენეტიკური აშლილობის გამო მხოლოდ ოთხით გადაადგილდება. image


9)საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრება ეს ძველი გადმონაშთია. ადრე დედოფლის მოტაცებისაც სიძე იძულებული იყო რამოდენიმე ხნის განმავლობაში დამალულიყო მიუვალ ადგილას, რათა მომავალი ნათესავების რისხვას გადარჩენოდა. image


10)ერთ-ერთი შვედი ქმედუუნარიოდ აღიარეს, რადგან ის ძალიან დამოკიდებული გახდა "ჰევი მეტალის" ტიპის მუსიკაზე. ამის გამო ის უმუშევრობის დახმარებას იღებს.image


11)კორიდას დროს ხარი მატადორის მოსასხამის წითელ ფერზე კი არ რეაგირებს. ხარი საერთოდ ვერ არჩევს ფერებს, მას მოსასხამის მოძრაობები აღიზიანებს. წითელი ფერი კი იმისთვის გამოიყენება, რათა ხარის სისხლი დაფაროს.image

4
233
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
233
  
2013, 19 მაისი, 18:08
კარგი იყო ☺
2013, 14 მაისი, 12:05
:)საინტერესოა
2013, 14 მაისი, 10:34
მომეწონა :))))
2013, 13 მაისი, 23:47
მართლა ღირს წაკითხვად.
0 1 4