ჯანმრთელი კვება როგორ მოვამზადოთ ლობიოს ტოლმა 2013, 13 მაისი, 16:51 რა არის საჭირო იმისათვის რომ მოვამზადოთ ლობიოს ტოლმა:
ლობიო – 600 გრამი. ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა. ხახვი – 100 გრამი. დაფნის ფოთოლი – 3 ცალი. ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი. შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი. კომბოსტო – 1 თავი. ქინძი – 2 სუფრის კოვზი. მარილი – გემოვნებით. როგორ მოვამზადოთ? მოვხარშოთ ლობიო - წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ, შემდეგ ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში - ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ასევე შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.(გემოვნების მიხედვით), მოამზადეთ და დააგემოვნეთ ეს უგემრიელესი კერძი. 213 4-ს მოსწონს
|