x
image
ანარქია
Mediator image
როგორ მოვამზადოთ ლობიოს ტოლმა
imageრა არის საჭირო იმისათვის რომ მოვამზადოთ ლობიოს ტოლმა:


ლობიო – 600 გრამი.
ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა.
ხახვი – 100 გრამი.
დაფნის ფოთოლი – 3 ცალი.
ბრინჯი – 2 სუფრის კოვზი.
შავი პილპილი – 1 ჩაის კოვზი.
კომბოსტო – 1 თავი.
ქინძი – 2 სუფრის კოვზი.
მარილი – გემოვნებით.


როგორ მოვამზადოთ?

მოვხარშოთ ლობიო - წყალი გადავწუროთ, ლობიოს მარცვლები კი ამოვლესოთ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კოვზი უმი, კარგად დანაყული ბრინჯი და ავურიოთ, შემდეგ ავიღოთ თითო კოვზი ამგვარად მომზადებული ლობიოს მასა, შევახვიოთ მდუღარეში ამოვლებულ კომბოსტოს ფოთლებში - ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ 1/2 ჭიქა ზეთი, მოვშუშოთ. ზემოდან დავაწყოთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი, მოვაყაროთ დანაყული შავი პილპილი და მოვასხათ ლობიოს ნახარში. ვადუღოთ 15-20 წუთი. მომზადებისთანავე გადავიტანოთ თეფშზე და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ასევე შეიძლება ცოტა ძმარიც მოვასხათ.(გემოვნების მიხედვით), მოამზადეთ და დააგემოვნეთ ეს უგემრიელესი კერძი.


image

4
212
4-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
212
  
2013, 18 მაისი, 11:32
კომბოსტო და ლობიო ერთად ვერ წარმომიდგენია, თუმცა ცდად ღირს, მიყვარს ექსპერიმენტები
2013, 15 მაისი, 14:29
ექპერიმენტები მიყვარს,მაგრამ რაც ჩამოთვლილია ცალკე არ მიყვარს არაფერი და ერთად მომეწონება?:DD
2013, 15 მაისი, 14:28
ხო მეც რო მომკლა ვერ გავსინჯავ ამას :D ჩემი კუჭი ექსპერიმენტებისათვის კი არაა :D:D
2013, 15 მაისი, 14:20
:Dსაშინელება იქნება:P
0 1 4