ქალი და მამაკაცი ის ჭკუას კარგავს, როდესაც სუნამო გასხია! (მხოლოდ ქალბატონებისთვის) 2013, 12 მაისი, 23:05 სუნამო ქალის განუყრელი მეგობარია. მამაკაცებს ის ძალიან მოსწონთ და განსკუთრებით მაშინ, როდესაც მათთვის საყვარელ სურნელს აფრქვევ. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 60%-ს საოცრად სიამოვნებს, როცა ქალს მათი საყვარელი სუნამო ასხია. ''როცა იმ სუნამოს ისხამს, რომელიც მე მომწონს, ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცას საგანგებოდ ჩემთვის აკეთებს'' - ამბობს 28 წლის ანდრია. ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ თუ ისეთ სუნამოს შეარჩევ, რომელიც მას არ მოსწონს - უკურექციას გამოიწვევ. ამიტომ, ეცადე მის გემოვნებაში კარგად გაერკვე. შეგიძლია პირდაპირ ჰკითხო, როგორ არომატს ანიჭებს უპირატესობას. შემდეგ მისი და შენი გემოვნება ერთმანეთს შეუსაბამე და რაციონალური გამოსვალი მოძებნე. ''მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც მონაწილეობას იღებენ შენს არჩევანში, ასევე ისინი რეაგირებენ ყველაფერზე, რაც მათ გრძნობებსა და ემოციებს ეხება'' - განმარტავს ერთ-ერთი ფსიქოლოგი. თუ ასე მოიქცევი, მისთვის შენთან ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება. აბა დაფიქრდი, პარფიუმერიის მაღაზიაში შესვლა ყოველთვის ასე სასიამოვნო რატომ არის? .. დიახ! მიზეზი სწორედ სასიამოვნო სურნელია.. ლამაზ და ბედნიერ სიყვარულს გისურვებ! 156 4-ს მოსწონს
|