ხშირად მამაკაცები, არაფრის დიდებით არ აღიარებენ ზოგ-ზოგიერთ ნამოქმედარს. მაგალითად, მან შესაძლოა, შენი პროფილის თვალიერებისას თავი შერლოკ ჰოლმსად წარმოიდგინოს.
გაგიკვირდება: ''ნუთუ ის ჩემს გვერდებს ჩხრეკს?''
დიახ, შენ წარმოიდგინე, ეს სავსებით შესაძლებელია!!
მამაკაცების უმრავლესობა, დიდი ყურადღებით ათვალიერებს ინტერნეტში საყვარელი ქალის გვერდებს. ზოგიერთი მათგანი, მოპოვებულ ინფორმაციას იმისთვის იყენებს, რომ შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში გაგატაროს.. ზოგიერთი ეჭვიანობის სცენებს აწყობს... ზოგიც კიდევ ჩუმად არის, არ იმჩნევს და უბრალოდ იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც შენს ''ფარულ მე'' -ზე იგებს.
რატომ აკეთებს ამას? აქაც რამდენიმე პასუხი არსებობს: შესაძლოა ეჭვიანია, ან იქნებ შენ ზედმეტად გულჩათხრობილი ხარ და ასე ცდილობს გაიგოს, ვისთან აქვს საქმე.