ქალი და მამაკაცი რჩევა სიყვარულის მაძიებლებს (მხოლოდ ქალბატონებისთვის) 2013, 12 მაისი, 22:21 ყველაფერი საუკეთესო -მოულოდნელად ხდება! მაგალითად, ჰოლივუდის ვარსკვლავმა კეტრინ ჰეიგლმა განაცხადა, რომ ნამდვილ სიყვარულს სწორედ მაშინ შეხვდა, როდესაც მას ყველაზე ნაკლებად ეძებდა. ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ მამაკაცებს აფრთხობთ სასოწარკვეთილი ''მონადირე'' ქალები. მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებები კი ძალიან მოსწონთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცის ყურადღების მოსაპოვებლად არაფერი არ უნდა გააკეთო. უბრალოდ, კონცენტრირებული იყავი არა იმაზე, რომ ესა თუ ის მამაკაცი შენი იყოს, არამედ იმაზე, რაც უკვე გაქვს: მომხიბვლელობა, თავისუფლება, შენი ინტერესები! ასეთ შემთხვევაში იგრძნობ, რომ მოლოდინი - სიამოვნების ნაწილია, სიყვარული კი პროცესია და არა მილენიუმის გეგმა! მინდა კიდევ გაგიმეორო, რაც სტატიის დასაწყისში გითხარი - ყველაფერი საუკეთესო - მოულოდნელად ხდება!! ლამაზ და ბედნიერ სიყვარულს გისურვებ! 320 5-ს მოსწონს
|