თუკი ის ქორწინებაზე საუბარს ერიდება...
პრობლემა: მეგობარი მამაკაცი მომავალ ურთიერთობაზე საუბარს ყოველთვის ერიდება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სერიოზული გრძნობები არ აქვს?
რჩევა: თუკი შენი პარტნიორი მომავალ ურთიერთობაზე საუბარს ერიდება და თან ყოველთვის, როგორც ჩანს, ის ჯერ ქორწინებას არ გეგმავს. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ არ უყვარხარ ან შენზე სერიოზულად არ ფიქრობს. თავისუფლად შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებაში ხელს სულაც ფინანსური პრობლემები უშლიდეს. მამაკაცებს არ უყვართ სისუსტის აღიარება. რა იცი, იქნებ ის შენზე მეტად განიცდის არსებულ მდგომარეობას. გირჩევ, ეს თემა დროებით დაივიწყო და შენს რჩეულს დრო მისცე, რამდენიმე კვირაში კი ფრთხილად და სერიოზულად დაელაპარაკე. ბოლოს და ბოლოს, უფლება გაქვს იცოდე თქვენს ქორწინებას კონკრეტულად რა უშლის ხელს. შენი შემდეგი ნაბიჯი კი სწორედ მის პასუხზეა დამოკიდებული.
![თუკი ის ქორწინებაზე საუბარს ერიდება... image](/uploads/article_images/small/88281368351426.png)
ლამაზ და ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ!