ქალი და მამაკაცი თუკი მამაკაცი გვიან ღამით გირეკავს 2013, 12 მაისი, 13:17 რა სიხშირით და როდის გესაუბრება შენი პარტნიორი ტე- ლეფონით? დააკვირდი და თქვენი ურთიერთობის შესახებ უფრო მეტს შეიტყობ.
თუკი ის გვიან ღამით გირეკავს: ხშირად მამაკაცები ქალებს ღამით იმიტომ ურეკავენ, რათა ისინი საგონებელში ჩააგდონ: ''ნეტავ ღამით რატომ დამირეკა? შეიძლება ჩემზე ფიქრობდა და ვერ დაიძინა.. ან იქნებ ჩემი რეაქციის შემოწმება უნდოდა? ან უბრალოდ დაინტრიგება? ...'' ნუ იქნები ასეთი მიამიტი, შეიძლება მიზეზი სრულიად განსხვავებული და არასასიამოვნო აღმოჩნდეს. ღამის რომანტიკული საუბრები მთვარით განათებულ ოთახში რომანტიკულია, მაგრამ გასათვალისწინებელია ურთიერთობის რომელ ეტაპზე ხდება ეს. თუ ერთმანეთი ახლახანს გაიცანით, ეს ჟესტი მაინც და მაინც მოსაწონი არ არის. ასევე უნდა გაარკვიო, ღამის ზარი მხოლოდ ძმაკაცებთან ლუდის დალევის შემდეგ ხორციელდება თუ მანამდე? ამით მიხვდები რა ადგილი გიკავია მის ცხოვრებაში. იმასაც მიაქციე ყურადღება, დღის განმავლობაში რამდენჯერ გირეკავს და რაზე გესაუბრება. თუკი მამაკაცს მხოლოდ ღამით უჩნდება შენთან საუბრის სურვილი, ადვილი მისახვედრია ამ ურთიერთობისგან რას მოელის. დაფიქრდი, ნამდვილად გინდა მასთან შეხვედრის გაგრძელება? ლამაზ და ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ! 220 4-ს მოსწონს
|