სისხლის სამართალი რესტორანში დაპირისპირებისას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაშავდნენ. (+მარიამ საჯაიას სტატუსები ამ ფაქტთან დაკავშირებით მის სოციალურ გვერდზე). 2013, 12 მაისი, 10:35 კლუბ-რესტორან "ლა ფრუტტეში", რომელიც მდებარეობს თამარაშვილის ქუჩაზე, უმცირესობის წევრებს სცემეს. ეს ინციდენტი ღამით მოხდა. დეპუტატები დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ნაცემები არიან. გიორგი ვაშაძეს თავი აქვს გატეხილი, ხოლო საყვარელიძეს კი ცხვირი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილნი იქნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს დაპირისპირება რესტორანში მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და რამოდენიმე პირს შორის. როგორც ვრცელდება ინფორმაცია თავდამსხმელები "პოლიტპატიმრები" იყვნენ. ასევე ავრცელებენ, რომ სამ თავდამსხმელს შორის ერთ-ერთი ქალი იყო, რომელიც განსაკუთრებულად აგრესიულად იქცეოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რესტორანში ამ ინციდენტამდე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი. ისინი შემთხვევის დროს იქ აღარ იმყოფებოდნენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი დაშავებულების მხარდასაჭერად მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, მათ შორის იმყოფებოდა ასევე ქალაქის მერი გიგი უგულავა. მარიამ საჯაია, უმცირესობის ყველაზე პატარა ლიდერი, როგორც ყოველთვის საჯაროდ გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას ყველანაირი ფაქტის მიმართ და აქტიური დამცველია თავისი პარტიის. იგი ამ ინციდენტს გამოეხმაურა თავისი სოციალური გვერდის, ფეისბუქის საშუალებით. საჯაიამ თავის გვერდზე ასეთი სტატუსები განათავსა(გთავაზობთ უცვლელად ამ სტატუსებს): 1. "საპრეზიდენტო კამპანია აგრესიის კამპანიით დაიწყო! რმდენიმე წუთის წინ ე.წ. პოლიტპატიმრები თავს დაესხნენ დეპუტატებს: საყვარელიძეს ცხვირი აქვს გატეხილი, ვაშაძეს - თავი. პოლიტიკური ანგარიშსწორება უკვე ქუჩებში ინაცვლებს. სრული განუკითხაობა სუფევს ქვეყანაში!" 2. "დეპუტატებს თავს დაესხა მამუკა ბაკურია - ცოტნე ბაკურიას ძმა. როგორც ირკვევა მამუკა ბაკურია ე.წ. "პოლიტპატიმარი" არაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფერს ცვლის მაინც ვაზუსტებ..." 3. "კიდევ ერთი საინტერესო დეტალი! ჩხუბის შემდეგ დაპირისპირება მოხდა კრიმინალურ პოლიციასა და პატრულს შორის: კრიმინალურმა პოლიციამ კატეგორიულად მოსთხოვა პატრულს ჩვენებები არ აეღოთ "სეირის დამტრიალებლებისგან." 93 5-ს მოსწონს
|