ჯანმრთელი კვება 10 ყველაზე ძვირადღირებული საჭმელი მსოფლიოში 2013, 12 მაისი, 7:53 არსებობს ლამაზი საკვები, რომლის დასაგემოვნებლადაც საკმაოდ ბევრი ფული არის საჭირო. ამჯერად შემოგთავაზებთ მსოფლიოში ყველაზე ძირადღირებული საკვების ჩამონათვალს.
1) ბელუგას ხიზილალა ბელუგას ხიზილალა ყველაზე ძვირადღირებული საკვებია მთელს მსოფლიოში. ერთი კილოგრამი შეგიძლიათ შეიძინოთ 5000 ამერიკულ დოლარად. ბელუგა გვხვდება კასპიის ზღვაში. ამ თევზს 20 წლამდე შეუძლია ქვირითის მოცემა. ბელუგას ქვირითი ყველაზე დიდია, სხვა ქვირითებთან შედარებით, რომელებისგანაც ხიზილალა მზადდება. იგი შავი შეფერილობისაა. 2) ზაფრანა ზაფრანა ყველაზე ძვირადღირებული საკვების სიაში მეორე ადგილს იკავებს. მისი ფასები ზეზონურად იცვლება, საშუალოდ კი მისი შეძენა 2000 ამერიკულ დოლარადაა შესაძლებელი. მისი ფასი ძნელი მოპოვებითაა განპირობებული. ზაფრანა შეფერილობით ღია ყვითელია. 3) თეთრი ტრიუფელი იცოდით, რა იყო ტრიუფელი? ტრიუფელი ფორმით სოკოს ჰგავს, სურნელით კი ძალიან გამორჩეულია. 4) საქონლის კობე იცით, რომელი ხორცია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული? მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საქონლის ხორცის კობე არის. კობე არის ქალაქი იაპონიაში, სადაც აწარმოებენ მაღალი ხარისხის საქონლის ხორცს. რა განსხვავებაა ჩვეულებრივი საქონლის ხორცისაგან? კობეს ძროხებს რეგულარულად ამასაჟებენ, რათა ცხიმი თანაბრად გაუჯდეს მთელს კუნთოვან სისტემაში. ნახევარი კილოგრამი ძროხის კობეს ფასი 300 ამერიკული დოლარია. 5) ჩიტის ბუდე ჩიტის ბუდე არის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვები. მისი ფასი ძნელი მოპოვების გამოა მაღალი. ზოგი ადამიანი მისგან წვნიანსაც აკეთებს. 6) თევზი ფუგუ არსებობს ასეთი სახელწოდების მქონდე თევზი, რომელიც თავისი მაღალი საკვები ღირებულების გამო საკმაოდ ძვირად ფასობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ეს თევზი შხამიანია და მისმა პატარა ნაჭერმა შესაძლებელია ზრდასრული ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს. დაუჯერებელია, მაგრამ ეს მომწამვლელი თევზი ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვები პროდუქტია მთელს მსოფლიოში. იგი განსაკუთრებით მოთხოვნადი იაპონიასა და კორეაშია და მისი ფასი 10500 იენს შეადგენს (თევზი იყიდება ცალობით). 7) ბატის ღვიძლი ყველაზე ძვირადღირებული საკვების სიაში მეშვიდე ადგილს ფრანგული სამზარეულოდან ბატის ღვიძლის დელიკატესი იკავებს. ბატებს აძლევენ საკვებს მილის მეშვეობით. ეს მეთოდი უსაფრთხო და უმტკივნეულოა მათთვის. ამ გზით ახდენენ ბატის ღვიძლში ცხიმების დაგროვებასა და ზომაში ზრდას. არც მისი ფასია დაბალი და ერთი პორცია 100 ევრო ღირს. 8) კიბო (ასთაკვი) კიბო, იგივე ასთაკვი ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვებია მთელს მსოფლიოში. იგი გამორჩეული გემოთი ხასიათდება. მათი დაჭერა საკმაოდ რთულია, რაც მათ ფასს განაპირობებს. მათი საცხოვრებელი ადგილი ზღვის ფსკერია, ამიტომ მათი დაჭერა მხოლოდ დიდი ტალღების დროსაა შესაძლებელი. 9) სოკო მაცუტაკე სოკო მაცუტაკე იაპონური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სოკო საკმაოდ ძვირად ფასობს. მის დაგემოვნებას თუ მოინდომებთ, მაშინ მზად უნდა იყოთ, რომ კილოგრამში 2000 ამერიკული დოლარი გადაიხადოთ. 10) ხამანწკა და ბოლოს მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვები პროდუქტი ხამანწკაა. იგი ფრანგული სამზარეულოს დელიკატესად ითვლება. ყველაზე ძვირადღირებული საკმვები პროდუქტების სიაში იგი მეათე ადგილზეა. 5451 16-ს მოსწონს |
კობეს გავსინჯავდი