x
ამერიკის საელჩოს წინ აქცია იგეგმება!

image


შაბათს, 18 მაისს 14 საათზე, “ვაინახთა კავშირი" მართავს აქციას ამერიკის საელჩოს წინ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი უერთდებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ჩეჩნების მიერ გამართულ აქციებს.

“ვაინახთა კავშირის" ცნობით, ისინი არ ენდობიან ბოსტონის ტერაქტთან დაკავშირებულ ოფიციალურ ვერსიას და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია:

- ტერაქტის სამართლიანი და ობიექტური გამოძიება!
- გამოძიების შედეგების წარდგენა საზოგადოებისთვის!
- მსოფლიოში ანტიჩეჩნური ისტერიის შეწყვეტა!

შეგახსენებთ, რომ ჯოხარ ცარნაევს და მის ძმას ტამერლან ცარნაევს, ბრალი ედებათ ბოსტონში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში.

უფროსი ძმა ტამერლან ცარნაევი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია, ჯოხარ ცარნაევი კი ბოსტონის ციხის ჰოსპიტალში ელოდება განაჩენს!

0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:სულხან ბორძგორ
სულხან ბორძგორ
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0