საზოგადოება კადიროვმა ,,სატანად" მონათლა,ჩეჩენი ხალხი მისთვის ლოცულობს! 2013, 11 მაისი, 14:13 ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევებიდან უფროსი ძმა ლიკვიდირებულია, ხოლო უმცროსი 19 წლის ჯოხარ ცარნაევი ციხის ჰოსპიტალში განაჩენს ელოდება! მათ ბრალი ედებათ ტერაქტის მოწყობაში, მაგრამ ბევრს ამის არ სჯერა... ასეთი ხალხი მარტო კავკასიიდან არ არის, თავად ამერიკელებიც ეჭვის თვალით უყურებენ ამ საქმეს და აცხადებენ, რომ გამოძიება მცდარი გზით წავიდა და უდანაშაულო ძმები გაწირეს! ოკუპირებული ჩეჩნეთის “პრეზიდენტმა", რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მათ ტერაქტი მოაწყვეს და ისინი სატანები არიან! “პრეზიდენტის" ამ განცხადებამ ვერ შეაჩერა, გადარჩენილი 19 წლის ჯოხარ ცარნაევის მხარდამჭერი პლაკატების გამოკვრა გროზნოს ქუჩებში. გროზნოში ჯოხარისთვის ლოცვის თხოვნით ყოველდღე აკრავენ პლაკატებს, არავინ იცის ზუსტად ვინ აკეთებს ამას... პირველად ვინც ნახა ეს პლაკატები და ამას გამოეხმაურა არის ჩეჩენი ფოტო-რეპორტიორი მუსა სადულაევი, მან არ იცის ვინ აკრავს პლაკატებს, მაგრამ მათ სოლიდარობას უცხადებს! მუსა სადულაევი “არ ვიცი ამას ვინ აკეთებს, მაგრამ ყოველი ღამე ვიღაცა იმ პლაკატებს კი არავს, ცარნაევისთვის დახმარების თხოვნით. ინტერნეტში ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა მაქვს ნანახი და ჩემი აზრით ის ბიჭები ტერაქტში დამნაშავეები არ არიან. მე თუ მკითხავთ, იმ ბიჭებს ძალიან უსამართლოდ ექცევიან." ბევრი გინახავთ, ვინც ამ ბიჭების დანაშაულში დარწმუნებულია? მუსა სადულაევი “იმ ბიჭების უდანაშაულობაში დარწმუნებული ბევრი მინახავს, მარტო ჩეჩნეთში და რუსეთში კი არა, ამერიკაშიც ბევრია ასეთი, მაგრამ მათ დასადანაშაულებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ცარნაევების მხარდასაჭერად ეხლა გამოკრული პლაკატები არ ჰგავს წინანდელებს, როგორც ჩანს მის “მხარდამჭერებს" იმედი გადაეწურათ და ეხლა მხოლოდ ლოცვის თხოვნას აქვეყნებენ! 107 4-ს მოსწონს
|