ქალი და მამაკაცი ცოლთან ძილის წესი (მხოლოდ მამაკაცებისთვის) 2013, 10 მაისი, 19:50 როდესაც ადამიანი ქორწინდება, მისი ცხოვრების სტილი და წესები თითქმის მთლიანად იცვლება.
ეს სპონტანურად ხდება, მიუხედავად იმისა ჩვენ ამის სურვილი გვაქვს თუ არა. მაგალითად: ღამით გვიანობამდე სპორტული არხების ყურება გიყვარს, მაგრამ ახლა ვალდებული ხარ ცოლს ანგარიში გაუწიო. ამაში ის კი არ იგულისხმება, რომ შენს საყვარელ საქმიანობაზე უარი უნდა თქვა, არამედ ის, რომ შედარებით ნაკლები დრო დაუთმო მას. ასევე კარგი მაგალითია ისიც, რომ თუ შენი სამსახური დღის მეორე ნახევარში იწყება და ამ დრომდე დილით ნებივრობა გიყვარდა, ახლა ასე ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებ, რადგან შვილი გყავს ბაღში ან სკოლაში წასაყვანი. სტატისს მთავარი თემა ძილის დროს შენი ცოლთან დამოკიდებულებაა. ალბათ დამეთანხმები, რომ ამ დროს ყველა ადამიანს თავისუფლება უყვარს. ქალი კი ისეთი არსებაა, შეიძლება სულაც დისკომფორტს გრძნობდეს, მაგრამ შენთან ჩახუტებულს ჩაძინება იმდენად უნდოდეს, რომ არც კი გითხრას მაწუხებო. ამიტომ ეცადე, რომ სანამ ჩაიძინებს უბრალოდ ხელი მაინც გადაჰხვიო. შეიძლება შენთვის ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ქალისთვის უდიდესი ბედნიერებაა. თუკი სამსახურში ძალიან დაკავებული ხარ .. გასაგებია, რომ ბევრი საქმე გაქვს, თუმცა ლოგინიდან მზის პირველ სხივთან ერთად წამოხტომა მაინც არ არის საჭირო. როდესაც ასე იქცევი, ქალს ჰგონია, რომ ერთი სული გაქვს მისგან გაიქცე. სულ რაღაც 10 წუთი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ აგრძნობინო, როგორ გსიამოვნებს მის გვერდით გაღვიძება. მთავარი წესი თუკი გინდა, რომ ცოლს უზომოდ უყვარდე და შენს გარდა აბსოლუტურად ყველა მამაკაცის არსებობა დაივიწყოს - ძილის დროსაც კი აგრძნობინე, რომ მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გაქვს.. ლამაზ და ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ! 1489 10-ს მოსწონს 1-ს არა
|