ესე როცა კორესპონდენტი სრულიად უცხო ადამიანია 2013, 9 მაისი, 21:38 ძალიან საინტერესოა კითხვებზე პასუხის გაცემა მითუმეტეს თუ კითხვას ინტერნეტის საშუალებით სრულიად უცხო ადამიანი გისვამს.უფრო გახსნილი და გულახდილი ხარ.ამბობ იმას რასაც ფიქრობ, ისეც ამბობ, მაგრამ თითქოს უცნობთან უფრო იხსნები.მე დამემართა ზუსტად ასე, გუშინ ჩემი თავი ბლიც-ინტერვიუზე მეგონა.ახლიდან გავიცანი საკუთარი თავი ერთ პასუხზე დავფიქრდი.
-რამდენად სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას?
-ძალიან სწრაფად, თუმცა მერე ხშირად ვფიქრობ ამ გადაწყვეტილების სისწორეზე.
-არააა კარგი, ხომ გაგიგია ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი
-კი მაგრამ მე ჯერ ვჭრი და მერე ვზომავ რამდენად სიმეტრიული გამომივიდა. იყო კიდევ უამრავი კითხვები, საინტერესო, დამაფიქრებელი.ალბათ მეც სწორი პასუხები გავეცი ან რასაც ვფიქრობდი ის ჩემი კორესპონდენტი გულწრფელობას მიმიხვდა და ინტერვიუს ბოლოს კარგი გოგო ხარო მომწერა. ![]() 23 1-ს მოსწონს
|