თეატრი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა 2013, 9 მაისი, 14:41 უნიჭიერესი და უდიდესი, თეატრისა და კინოს უბადო დიდოსტატი, სახელმწიფო და მრავალი სახელობითი პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი დღეს დილას, 81წლის ასაკში გარდაიცვალა. ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში, სადაც შექმნა მრავალი ისტორია, იგი გახლდათ იმ გენიალური არტისტების პირდაპირი შთამომავალი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და სახელი გაუთქვეს ამ თეატრს. მის მიერ შესრულებული როლები ყოველთვის გამორჩეული და ადვილად დასამახსოვრებელი იყო. მას შეეძლო ეთამაშა ტრაგიკული და ასევე კომედია, ორივე მათგანში მთელ გულს დებდა და თითოეულ მათგანში უზადო შთაბეჭდილებას ტოვებდა. მის მიერ შესრულებეული როლები კინოში ყოველთვის გამორჩეული იყო. ყველაზე ადვილად კი მაყურებელმა მის მიერ განსახიერებული, აბრაგი დათა თუთაშხიას როლი შეიყვარა. შეიყვარა და ბევრმა მიბაძა კიდეც. მისი როლები როგორც ქართულ კინოში ისევე თეატრში უკვდავია, ისინი ქართული კინოსა და თეატრის ოქროს ფონდს წარმოადგენენ. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია. მან ბევრს დასწყვიტა გული, მათს შორის მეც. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება კვირას, 12მაისს მარჯანიშვილის თეატრში 11:00-14:00 საათამდე, დაკრძალვა დიდუბის პანთეონში, 12მაისს 15:00 საათზე. 158 6-ს მოსწონს 1-ს არა
|