x
image
ციცი
Mediator image
გარდაცვლილ მაიკლ ჯექსონს ახალგაზრდა მამაკაცი მასზე ბავშვობაში განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს
image
30 წლის მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა Wade Robson-მა, განაცხადა რომ ბავშვობაში იგი პოპ მომღერლის, მაიკლ ჯექსონის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, მამაკაცს სურს რომ მიიღოს პოპ კერპის მემკვიდრეობის ნაწილი კომპენსაციის სახით. როგორც დასავლური მედია იტყობინება, სასამართლომ რობსონის განცხადება მიიღო, მაგრამ მემკვიდრეობაზე პრეტენზიების მიღების ვადები უკვე დიდი ხანია ამოიწურულია. რობსონმა განცხადებას თან დაურთა წერილობითი ჩვენება, რომელსაც ადასტურებს ბავშვთა ფსიქოლოგი, რომელიც მას წლების განმავლობაში აკვირდებოდა, დედა და მისი და.

უაიდის თქმით მან პირველად მომღერალი გაიცნო 5 წლის ასაკში, ხოლო 7 წლისა იგი პირველად დარჩა მასთან ღამის გასათევად, მის ცნობილ მამულში Neverland-ში. 14 წლის ასაკამდე ბიჭი რეგულარულად რჩებოდა მაიკლ ჯექსონის სახლებში.image

პირველად რობსონი, 2005 წელს მოწმის სახით ფიგურირებდა ჯექსონის სასამართლოზე, სადაც მომღერალს არასრულწლოვანთა გარყვნაში ედებოდა ბრალი. მაგრამ მაშინ რობსონიც და მისი წარმომადგენლებიც უარყოფდნენ მაიკლ ჯექსონის სექსუალურ ძალადობას ბიჭუნას მიმართ. ჯექსონის შინამოსამსახურემ კი განაცხადა, რომ მომღერალი და ბიჭუნა( 9-10 წლის იქნებოდა რობსონი) ერთად ნახა აბაზანაში, მაგრამ ბიჭი მაშინ ამ ინფორმაციას უარყოფდა.


შეგახსენებთ, რომ იმ სასამართლოზე იხილებოდა სიმსივნით დაავადებული ბიჭის საქმე, რომლის მიმართაც ჯექსონს სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. გარდა ამისა მას ბრალი ედებოდა იმაში, რომ იგი ბავშვს ალკოჰოლით აბრუებდა და ასევე მას ადანაშაულებდნენ შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო 13 წლის მოზარდის გატაცება.

რობსონის დედა, მაშინ ამბობდა რომ ჯექსონს კარგად იცნობდა და ენდობოდა. ახლა კი ეტყობა თავისი აზრი შეიცვალა.

ჯექსონის ოჯახის წევრები ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ, მაგრამ პირდებიან, რომ მალე გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას. როგორც არ უნდა იყოს, ეს ისტორია უფრო მეტად ბინძური ხდება და პოპ მომღერლის სახელი, რომელიც ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იქცა ლეგენდად, კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში.

5
54
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
54
  
2013, 9 მაისი, 11:42
ალბათ ეგრეა :D:D:D
2013, 9 მაისი, 11:40
ცოცხალი უხდიდა და ეხლა შემოაკლდა ეტყობა:D:D
2013, 9 მაისი, 10:54
ალბათ ცოცხალს ვერ უბედავდა უჭირს ეხლა და რა ქნას:D:D:D:D:D:D
2013, 9 მაისი, 10:52
ხო კაი დროს გაახსენდა:D
2013, 9 მაისი, 10:51
იმ ახალგაზრდას მოუნდა ცხონებულის ქონება კიდე კაი ისიც არ თქვა ბაVშვს ველოდებიო:D:D:D:D:D
0 1 5