ბრილიანტი ერთერთი ძვირადღირებული ქვაა.საუკუნეების განმავლობაში მათი სიმშვენიერე ატყვევებდა ადამიანებს და მათ გამო ომობდნენ.ამჟამად კი ქალის მორთულობა ბრილიანტის გარეშე წარმოუდგენელია(ეს ზოგიერთი ქალისთვის, ზოგს საერთოდაც არ აინტერესებს)–ზოგიერთი ბრილიანტი უფრო ცნობილია ვიდრე რომელიმე გამოჩენილი ადამიანი, ისინი კი ცნობილები თავისი უნიკალურობით, სიმშვენიერითა და საოცარი ისტორიის წყალობით გახდნენ.ამ პოსტში მინდა გაგაცნოთ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტი.იმედია მოგეწონებათ...........(მცირე შესავალი)...... ალმასი დედამიწაზე არსებული ნივთიერებებსა და მინერალებს შორის ყველაზე მყარია.გარდა ამისა, ერთადერთია ძვირფას ქვებს შორის, რომელიც მხოლოდ ელემენტის-ნახშირბადისგან შედგება.ბუნებრივი ალმასი დაბურულია და არ ბრწყინავს .ელვარებს მხოლოდ დამუშავების შემდგომ.დამუშავებული ალმასი ბრილიანტია, რომლის წონაც კარატებში იზომება.
1 კარატი 0, 2 გრამია...................ყველაზე მსხვილ ალმასად დღემდე რჩება "კულინანი", რომელიც 1905 წლის 25 ივნისს ჰაუტენგის პროვინციაში (სამხრეთ აფრიკა) იპოვესს.მისი წონა 3 106.
კარატია. (621.35 გრ.) ნახევარ კილოგრამზე მეტი, რაც ბრილიანტის ალმასისათვის წარმოუდგენლად დიდია. აღმოაჩინა "პრემიერ დაიმონდ მაინინგ კომპანის"მთავარმა ინტენდანტმა(ოფიცერი, რომელსაც აკისრია ჯარის ნაწილებისა და სამხედრო დაწესებულებათა მომარაგება სურსათით, ფურაჟით, ტანისამოსით და სხვ.მაგრამ ეს რა შუაში იყო ამ აღმოჩენასთან არც მე ვიცი) ფრედერიკ უელსმა.
ძვირფას ქვას სახელი–სერ თომას კულინანის, ალმასების მაღაროს მფლობელის, პატივსაცემად დაერქვა. ეს არის ყველაზე დიდი კრისტალი რომელიც ოდესმე აღმოუჩენია ადამიანს(ეს მოსაზრება ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება მცდარად ჩათვალოს, რადგან შეიძლება იცით რომ არსებობს ასევე "კარბონადოს ალმასი", რომლის წონა 720 გრ.(3.600 კარატია) მაგრამ მისგან სუფთა ქვის გამოთლა ვერ მოხერხდა და ამიტომ ეს სტატუსი კულინანმა დაისაკუთრა).წლების განმავლობაში ჭორები ვრცელდებოდა კულინანის ალმასის მეორე ნახევრის არსებობის შესახებ, ვინაიდან გარკვეული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს ალმასი გაცილებით უფრო დიდი კრისტალის ნაწილი უნდა ყოფილიყო.როგორც ამბობენ, სანამ ფრედერიკ უელსი ქვას, სერ თომას კულინანს მიჰყიდდა, მან ამ ქვას ნაწილი, წონით დაახლოებით 300გრ.(2000 კარატამდე) მოტეხა.თუ ეს ჭორი სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ თავდაპირველი კულინანი წონით დაახლოებით 1კგ(5000 კარატი იქნებოდა).
..............ევროპის საუკეთესო ოსტატი, ალმასების დამუშავების საქმეში, იოზეფ ასკერია.სწორედ იოზეფმა გაყო "კულინანი" ორ მსხვილ, 7 საშვალო და 96 შედარებით წვრილ ბრილიანტებად.ერთერთი ყველაზე დიდი ამათგან "აფრიკის ვარსკვლავია"–სანამ იოზეფი "The Great Star oF Africa"-შექმნიდა მანამდე მთავარ კრისტალს 6 თვის განმავლობაში სწავლობდა თავის კომპანია " Joseph Asscher and Company oF Amsterdam"-თან ერთად.რის შედეგადაც მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი და ლამაზი ბრილიანტი "აფრიკის ვარსკვლავი" რომელიც არის 530 კარატის, აქვს 74 წახნაგი.ქვა ინგლისის დედოფლის სკიპტრას ამშვენებს დაცულია ლონდონის კოშკში სხვა საგანძურთან ერთად
რაც შეეხება კულინანის მეორე ნაწილს "კულინან 2" ს მისი შექმნის ისტორია თითქმის არაფრით განსხვავდება ზემოთ ხსენებული ბრილიანტისაგან. (ის შექმნა იგივე ავტორმა) მასზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ისიც ინგლისის დედოფლის საკუთრებაა და მის გვირგვინს ამშვენებს.ორივე მათგანი გამოფენილია ლონდონის თაუერში, ბრიტანეთის სხვა დანარჩენ ბრილიანტთა შორის, რომელიც სხვათა შორის არც ისე ცოტაა და თუ დაინტერესება იქნება შემიძლია მათზეც მოგაწოდოთ ინფორმაცია რომელიც საკმაოდ საინტერესოა.
რაც შეეხება იმ პატარ–პატარა ნაწილებს მათზე ინფორმაციები საკმაოდ გაფანტულია და რიგ შემთხვევებში მესაკუთრის სახელიც არ არის ცნობილი თანაც მათი ისტორია არც ისე საინტერესოა რომ აქ გამოსაქვეყნებლად ღირდეს.აი ისინიც(მცირე ნაწილი) ნახევრად დამუშავების შემდეგ, რომლებიც დღეს არაერთი ცნობილი და გავლენიანი პიროვნების სხეულის ნაწილებს ამშვენებს (აბა რას გაიგებ ვის სად უკეთია) და არც კი იციან რომ ეს სილამაზე მრავალი ადამიანის წვალების შედეგად შეიქმნა და რომლის აღმოჩენასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ ეს მათ სულაც არ აინტერესებთ და ჩვეულებრივად მიყვებიან ცხოვრების რიტმს(ეს ისე ჩემგან).