სხვა სხვისი კომპიუტერის კლავიატურა სახიფათოა ჯანმრთელობისათვის 2013, 8 მაისი, 0:53 თუ ხშირად შედიხართ ინტერნეტ კაფეში ან იყენებთ სხვის კომპიუტერს მაშინ ეს, როგორც მეცნიერები აცხადებენ, ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, რადგან კლავიატურაზე უამრავი ვირუსი და ბაქტერიაა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ერთ–ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებული კომპიუტერის კლავიატურეზე უამრავი მიკრობი აღმოაჩინეს.კომპიუტერით სარგებლობა ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო.შემდეგ სპეციალისტებმა ეს მაჩვენებელი შეადარეს იმ კომპიუტერების მონაცემებს, რომლითაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო სარგებლობა.აღმოჩნდა რომ ინდივიდვალურთან შედარებით, საერთო მომხმარებლის კომპიუტერების კლავიატურაზე მიკრობების რაოდენობა 5–ჯერ მეტი იყო."კლავიატურა და მაუსი ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეთ და ხშირად უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია"–გვირჩევენ სპეციალისტები. 62 1-ს მოსწონს
|