x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135713
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ფერგიუსონი ტოვებს იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტს
სერ ალექს ფერგიუსონისერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც 26 წელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი იყო, განაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ, გვატყობინებს მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.


"ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. სწორედ ახლაა ამის დრო" - განაცხადა ფერგიუსონმა.


ლეგენდარული მწვრთნელის თქმით, მისი წასვლისას გუნდი უნდა ყოფილიყო "შეძლებისდაგვარად საუკეთესო ფორმაში".


ფერგიუსონი არ აპირებს მანჩესტერული კლუბის დატოვებას, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგი გადაინაცვლებს კლუბის ადმინისტრაციაში სადაც შეეცდება დაეხმაროს კლუბს კიდევ მრავალი ტიტულის მოგებაში.



შეგახსენებთ "წითელმა ეშმაკებმა" ფერგიუსონის თავკაცობის დროს მოიგეს შემდეგი ტიტულები:

- ინგლისის პრემიერ ლიგა 13-ჯერ

- ლიგის თასი 4-ჯერ

- ასოციაციის თასი 5-ჯერ

- "უეფა"-ს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ

- "უეფას"-ს სუპერ თასი

- "უეფა"-ს ჩემპიონთა თასი

- "ფიფა"-ს მსოფლიო საკლუბო თასი

- კონტინენტთაშორისი თასი

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ბენ ზემა
ბენ ზემა
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0