x
მეტი
  • 16.08.2024
  • სტატია:136578
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510851
ალვის ხესთან
image


ეს ლექსი არის პასუხი ლექსისა რომელიც ჩემმა მეგობარმა ბესომ მე მომიძღვნა. ის ნამდვილი მეგობარია.











უკვე მერამდენედ ვკითხულობ წერილს,

შენი ხელებით ნაწერს, ნაზუთხსა.


განვიცდი იმას, რაც არ მიგრძვნია,

ბედისგან ნატანჯს ამ ბოლო ხანსა.

"მე შენ მიყვარხარ, კეთილო, ძმაო, "

არ დავიღლები მე ამის თქმითა.

შენს ლამაზ თვალებს დავუნთებ სანთლებს,

რომ შემომხედო კვლავ ღიმილითა.

ბედნიერება ღვთისგან ნაბოძი,

შენთვისა მინდა, ამისა გწამდეს.

თავბრუდამხვევი ეს სიყვარული,

მსურს უტანჯველად გამოგეცადოს.

შენ იმსახურებ სიკეთეს ნათელს

და გაბრწყინებას ოქროს კოშკებზე.

მთელი გულითა უნდა იხარო

და ისაუბრონ შენს სიკეთეზე.

მწამს გაიზრდები და გაიხარებ,

შენს ოცნებებში ლამაზ ფერებში,

ლამაზ გოგოსთან, ლამაზ შვილებთან,

ერთად ვიცინოთ სიმოხუცეში.

ეს მეგობრობა ურყევ კავშირად,

მთელი ცხოვრება უნდა ვატაროთ.

დე იქცეს ესა მითად, ლეგენდად,

შთამომავლობას რომ დავუტოვოთ.

რომ გადაივლის წელი მრავალი,

ჩვენც გავუყვებით ბილიკებს შავსა,

მაგრამ გჯეროდეს იქაც გიპოვი,

მსწრაფლად მოვძებნი მე "ალვის ხესთან".

ჩუმი ფიქრებით და მწველი მზერით,

იქაც უთუოდ დაგელოდები

და შენი ხილვით გაოცებული,

მეც სიყვარულით ჩაგეხუტები.

თამო ჯიქია

25-08-2009


4
26
11-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
26
  
2013, 14 მაისი, 14:46
შეიძლება, მის ლექსს რომ ვუყურებდი, აზრები მერეოდა. მეშინოდა რომ სათქმელს ბოლომდე ვერ გამოვხატავდი.
2013, 14 მაისი, 14:41
ემოციურია
2013, 7 მაისი, 14:12
ნამდვილად ჩემო კარგო.
2013, 7 მაისი, 14:11
kargia rodesac gverdit eseti megobari gidgas:)
0 1 4