x
image
ტორნადო07
ღარიბი ქველმოქმედი (ბაბუა დობრი)
98 წლის ბაბუა დობრი ბულგარეთის სოფელ ბაილოვოში ცხოვრობს. მას ხშირად ნახავთ სოფიის ალექსანდრე ნევსკის ტაძართან, მუდამ ერთი და იგივე დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილს. ყოველ დილით ის ადრე დგება და გადის 10 კილომეტრს სოფლიდან დედაქალაქამდე.image


მას ასევე უწოდებენ ასკეტს, განდეგილს, ანგელოზს, პილიგრიმს წარსულიდან და ღარიბს. ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც არასოდეს სმენია ბაბუა დობრი დობრევზე, ასევე მრავლადაა ადამიანები ვისაც წარმოდგენაც კი არა აქვს მისი საქმის სიწმინდეზე.image


2011 წელს მას 97 წელი შეუსრულდა და ის აგრძელებს ადამიანებისათვის თავისი უდიდესი განძის, სიკეთისა და ადამიანობის გადაცემას. მიუხედავად ასაკისა მას ხშირად შეხვდებით დედაქალაქის ქუჩებში გულუხვი ხალხის ძიებაში მოხეტიალეს. ათეულობით წლების განმავლობაში ბაბუა დობრი აგროვებს ფულს ბულგარეთის ტაძრების აღდგენისათვის. სიცივე და ცუდი ამინდი მისთვის დაბრკოლება არაა, მას არც შიმშილი აშინებს და ის არ უბრაზდება უარის მთქმელთ.image


ეს მოხუცი უდიდესი ადამიანობით გამოირჩევა. ღიმილით აკოცებს ბავშვის ხელს, რომელიც მას ფულს გადასცემს, ადამიანებს მადლობას უხდის დახმარებისთვის, ასევე გამვლელებს ღმერთზე ესაუბრება. ის ღარიბი არაა, მას სურს უცნობების სულები გადაარჩინოს. თუმცა არა მგონია ღარიბი ერქვას მის მსგავს ადამიანს, რომელმაც დაივიწყა ყველა მიწიერი სურვილი და უდიდეს საქმეს ემსახურება. image



2010 წელს ალექსანდრე ნევსკის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ჟურნალისტმა საოცარი ფაქტი აღმოაჩინა, ყველაზე გულუხვი შესაწირი 40 000 ევრო ბაბუა დობრის მიერ არის გაკეთებული. ის ქუჩაში აღებული ფულიდან ცენტსაც კი არ ხარჯავს თავისი კეთილდღეობისათვის, ის მხოლოდ პენსიისთ (100 ევრო) ცხოვრობს. ბაბუა დობრი ასევე სხვა კეთილ საქმეებსაც აკეთებს: მან გადაიხადა ბავშვთა სახლის კომუნალური გადასახადები, როდესაც ის შუქისა და გათბობის გათიშვის ზღვარზე აღმოჩნდა. ის ასევე უსახლკაროებს ეხმარება. image


მიუხედავად იმისა, რომ მას საწოლი აქვს ურჩევნია იატაკზე დაიძინოს. მის ოთახში ნახავთ პურის ნაჭერსა და პომიდორს, რაც საკმარისია მთელი დღის განმავლობაში.image


ბაბუა დობრი თოვლის ბაბას აგავს, მაგრამ ის საჩუქრების მაგივრად ადამიენებს თავის მაგალითს, ადამიანობასა და სიკეთეს სჩუქნის.image


0
209
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0