თავის მოვლა სახის კანის მოვლა სახლის პირობებში 2013, 5 მაისი, 23:14
საქართველო ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი ქვეყანაა - ისარგებლე ამით. ბევრი მათგანი ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ ნიღაბს შეგიცვლის.
შეგიძლია სახის კანზე ხილის წვენი, ან რბილობი შეიზილო. გაითვალისწინე მათი სასარგებლო თვისებები: გარგარი - გაღიზიანებულ და შეწითლებულ კანს ამშვიდებს. ბადრიჯანი - საუკეთესო დამატენიანებელია. ატამი - ნაოჭებს ასწორებს. ყურძენი - არბილებს და ატენიანებს კანს. მოცხარი და მაყვალი - ინფექციას იოლად უმკლავდება. ლიმონი - ფორებს ავიწროებს. შეგიძლია ლიმონის წვენს გახეხილი კარტოფილიც დაუმატო - ეფექტი ნამდვილად გაიზრდება. კიტრი - ატენიანებს და ხსნის დაღლილობას. ალუბალი - ფორებს ავიწროებს. მარწყვი - ეფექტურია აკნეს დროს. სტაფილო - უხდება ცხიმიან კანს, ასევე დადებითად მოქმედებს კანის ფერზეც. კარტოფილი - ხსნის დაღლილობას, ავიწროებს ფორებს, ასწორებს ნაოჭებს და ასევე ეფექტურია თვალის ქვეშ მუქი ლაქების მოსაშორებლად. გისურვებთ წარმატებებს! 773 3-ს მოსწონს
|