თავის მოვლა თმის გამაჯანსაღებელი ნიღბები 2012, 18 აგვისტო, 14:32 მტვრევადი და გამოფიტული თმა დღეს საკმაოდ ბევრი ქალის პრობლემაა.
* არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც სავარცხელზე იმდენ თმის ღერს დაინახავ, რომ შეშინებული თავზე ხელს მოიკიდებ იმის შესამო-წმებლად დაგრჩა თუ არა მასზე რამე.. ... არ ინერვიულო. ამ პრობლემის დამარცხება არც ისე რთულია. მიზნის მისაღწევად ცოტაოდენი მონდომება და მოთმინება გმართებს. მაშ ასე, ახლავე გეტყვი რაც უნდა გააკეთო. #1. აიღე დაფნის ფოთლები (1 ერთჯერადი პარკი რომ ივსებოდეს), ჩაყარე წყალში და როდესაც ადუღდება 20 წუთის განმავლობაში გაზი არ გამორთო. დროის გასვლის შემდეგ დაელოდე სანამ ნახარში გაგრილდება. შემდეგ, მიღებული მასა დაბანილ თმაზე გადაივლე. დაიმახსოვრე, რომ მხოლოდ ნახარში გადაივლო და წყალი არ შეურიო. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურას ეფექტი არ ექნება. თმა რომ შეგაშრება შემდეგ დაბანამდე აღარ ჩამოიბანო. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც გაიმეორე. დამიჯერე, შედეგი არ დააყოვნებს და გექნება ჯანსაღი, სქელი და მბზინავი თმა. ჰოდა, კინაღამ დამავიწყდა გამეფრთხილებინე: ეცადე დაფნის ნახარში არ მოიხვედრო სხეულზე და განსაკუთრებით სახეზე, იმიტომ რომ თმის ზრდას ასტიმულირებს. #2. თმისთვის ძალიან სასარგებლოა თევზის ქონი. აღნიშნული საშუალება თავის დაბანის წინ თმის ძირებში და მის სიგრძეზეც კარგად შეიზილე. გაიჩერე 1 ან 1.30 საათით შემდეგ კარგად ჩამოიბანე, თორემ არასასიამოვნო სუნი შეგაწუხებს. თევზის ქონი არამარტო თმისთვისაა სასარგებლო არამდედ მხედველობისთვის. ასევე აუმჯობესებს განწყობას. თევზის ქონის წყალობით ორგანიზმში გამომუშავდება სიხარულისა და ბედნიერების ჰორმონი - სეროტონინი, ამის კვალდაკვალ კი მცირდება სტრესის ჰორმონების სინთეზი. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე თევზის ქონის ტაბლეტების მიღება არაა მიზანშეწონილი. #3. თმისთვის ძალიან სასარგებლოა თაფლის, ლიმონისა და მაწვნის ნბიღაბი. ნახევრ ქილა მაწონს შეურიე ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ლიმონის წვენი. კარგად ათქვიფე მიქსერით. შემდეგ თავის დაბანის წინ, მიღებული მასა თმის ძირებსა და მის სიგრძეზეც კარგად შეიზილე. 2 საათის შემდეგ კარგად ჩამოიბანე. მინდა გ აგაფრთხილო, რომ მაწონს ძალაინ უსიამოვნო სუნი აქვს და ერთი დაბანის შემდეგ შესაძლოა ოდნავ იგრძნობოდეს. ამიტომ დაბანიდან ერთი საათის გასვლის შემდეგ, შამპუნით ხელახლა ჩამოიბანე. #4. როდესაც თმა სველი გაქვს ნუ დაივარცხნი. ეს თმის ძირების დასუსტებას გამოიწვევს, რაც თავისთავად თმის ცვენის პრობლემას კიდევ უფრო გაგიმწვავებს. და თუ არ გაქვს გაგიჩენს. ამიტომ დაელოდე მის გაშრობას. #5. და კიდევ ერთი რამ: თმის დავარცხნა დაიწყე ბოლოებიდან და ნელ-ნელა აყევი ზემოთ. ამ გზით თავიდან აიცილებ, დავარცხნის დროს გამოწვეულ ტკივილს და თმის ძირებსაც არ გააღიზიანებ. 5197 8-ს მოსწონს 1-ს არა
|