x
image
ია გელიტაშვილი
მარკეტინგულად გათვლილი შეფუთული სიტყვა ანუ ერის სიყალბე
ზოგჯერ სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ, ზოგჯერ კი არა საერთოდ ვერ ამბობენ, ვფიქრობთ ერთს ვამბობთ მეორეს.ამიტომ ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა გამეგო რას ფიქრობდა სხვა.მაინტერესებდა სიმართლე და არა გაყალბებული და კარგად შეფუთული მარკეტინგულად გათვლილი სიტყვა.


image

მდინარის პირას დავჯდები და დაველოდები

არ მოვა? მე წავალ შორიდან........


მოკლედ ვერ ვიტან სიყალბეს აი იცი როგორს

ჭირისუფალი სასაფლაოზე კვდარს რომ დასტირის და უკან გადაუჩურჩულებს ლობიანი ჩააცხონ 2 წუთში გავდივართო..

აი იცი როგორ ქელეხიდან გამოსულები, რომ ამბობენ დაკრძალვა კარგი იყო მაგრამ ქელეხში სუფრა არ უვარგოდათო.. ან მხოლოდ თამადა არ ვარგაო..

ბიჭი ჯობია ბიჭი......

კარგი გოგოა თუმცა მიხვრა მოხვრაზე ეტყობა ეს არ იქნება პატიოსანიო..

ჩვენ შორის დარჩეს და თან გულის სიღრმეში იცი, რომ არ დარჩება.

არადა როგორი წყნარები, მშვიდები ხართ გარეგნულად, როგორი შენიღბულები.ქართული სიყალბე როცა ვერ იტან მეზობელს თუმცა ერთად განუყრელ მეგობრებს გავხართ.

ქართული სიყალბე მოღალატე ქმრები და ცოლების ვითომდა შენარჩუნებული ოჯახები, რომლებშიც ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.

ცოლების კისერზე მცხოვრები არაფრის მაქნისი ქმრები მაგრამ გათხოვილი ცოლები აიი ესააა ყველაზე მთავარი. სტატუსიიი "გათხოვილი"

უცხოეთში წასული დეპორტით გამოგდებული "კემბრიჯელები" "მე ლონდონში ვსწავლობდის" ანალოგები.

წარსულს შემყურე ბებიები და ბაბუები..მშობლების ხარჯზე მცხოვრები 23 24 25 26 წლის და მეტის შვილები..

ქუჩაში მოსერინე ახალგაზრდა, ხმა გოგოსი აქვს, მაგრამ ბიჭივით საუბრობს და თქვენ წარმოიდგინეთ ბიჭივით იგინება კიდეც..

ბუნების დამცველ ხის მჭრელთა საზოგადოება..

რამდენი რამეა კიდევ ჩვენი ქვეყნის და ერის სიყალბე რომლებას სიტყვებით ვერ იტყვი.ყვირილითაც ვერ გამოხატავ ხანდახან და სიტყვები რა მოსატანია.სხვა რა დაგვრჩენია თუ არა ამ ყველაფრის შეყვარება ან საშინელი პროტესტი, თუმცა პროტესტი თუ არ მიიღეს უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს??გამოსავალს ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი უკვე ჩვენს გენშია და მოდგმაში, ჩვენს სულში და გულში.ხომ ვიბრძოდით ვიცავდით მაგრამ რატომღაც უკავ ვიხევდით.ვიხევდით და ვჩერდებოდით და ამას ამით ვამართლებდით რომ შეჩვეული ჭირი გვერჩივნა, შეუჩვეველ ლხინსო...

0
41
2-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0