სხვა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დროშა 2013, 5 მაისი, 11:20 ყველა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს გააჩნია თავისი გერბი და დროშა, რომელიც მისი სავიზიტო ბარათია.არსებობს ბევრი სახელმწიფო რომელსაც გააჩნია დროშა, რომლის ერთერთ უძველეს დროშის შესახებ მოგითხრობთ ამ სტატიის მეშვეობით.
დანიის დროშა — დანიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. წითელ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც დროშის კიდეებამდე გადის. აღნიშნული ჯვარი დროშაზე ქრისტიანობის სიმბოლოა და ასევე გვხვდება სხვა სკანდინავიურ სახელმწიფოთა დროშებზე, მათ შორისაა ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია, ასევე ალანდის კუნძულები, ფარერის კუნძულები, შეტლანდის არქიპელაგი და ორკნეის კუნძულები შოტლანდიაში. დანია-ნორვეგიის უნიის დროს, ეს დროშა ასევე იყო ნორვეგიის დროშა, რომელმაც დღეისათვის სულ მცირე ცვლილებები განიცადა, სანამ ნორვეგია 1821 წელს ამჟამინდელ დროშას მიიღებდა.
დანებორგი მსოფლიოში უძველესი დროშაა, რომელიც დღემდე გამოიყენება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ
დანიის დროშა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დროშაა, რომელიც ლეგენდის თანახმად 1219 წლის 15 ივნისს, ლანდანისეს ბრძოლის დროს წარმოიშვა (თანამედროვე ესტონეთის ტერიტორია) ლეგენდა “ვალდემარის" ანუ დანიის ეროვნულ დროშაზე იწყება ლინდანისთან ახლოს (ტალინი) ესტონეთიდან 1219 წლის 5 ივნისს. როგორც ჩანდა ბრძოლა მარცხი გარდაუვალი იყო, თუმც დანიის მღვდელი გადაჰყურებს მთიდან ბრძოლას და ღმერთს სთხოვს ვედრებას, რომელმაც შეისმინა და ბრძოლა უკვე დანიელთა უპურატესობით წარიმართა და რომელსაც ჭირდებოდა დაცვა მის ორ ზე აღმართულ ხელს, რომელიც გამარჯვებას სთხოვდა უფალს. მეფე გაკვირვებას მიეცა რადგან იხილა რა რომ მის მებრძოლეების გული გამბედაობით ივსებოდა და ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულდა. მღვდელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში დროშა უბოძა მეფეს, რომელსაც უთხრა :ეს დროშა დანიელებს უფალმა უბოძა და დაიცავი. მას შემდეგ ეს დროშა გახდა დანიელი ხალხისა და დანის სამეფოს კუთვნილება. 191 7-ს მოსწონს
|