პოეზია მოწოდება 2013, 5 მაისი, 0:56
იჯდე სახლში და თვალს ადევნებდე,
როგორ ანგრავენ შენს ქვეყანასა,
ინაწილებდნენ ერთობ ვერაგნი,
ლაღსა და ლამაზს, ამ სამშობლოსა. მაშინ სიცოცხლე რისთვისა გიღირს, რისთვის გიფეთქავს ეს ნორჩი გული, რისთვის არსებობ ამ ქვეყანაზედ, თუ არ გაღელვებს შენ მომავალი. ადექ, ჩაიცვი და ხალხში გადი, გადაარჩინე შენი სამშობლო, რომ დაუტოვო შთამომავლობას, ძლიერ ამაყი, შენ საქართველო. წვლილი გაიღე შენც ქვეყნისათვის, დავითს, გიორგის, თამარს მიბაძე. შენც დაიმკვიდრე უკვდავი სული, ერის იმედო, საქართველოს ძევ. 25-06-2010 თამო ჯიქია 45 10-ს მოსწონს 2-ს არა
|