x
image
sweet one
სახის კანის გამოსაცოცხლებელი ვარსკვლავური რეცეპტები
imageჰოლივუდის ვარსკვლავი - Cameron Diaz-ი გვირჩევს:


'' სახის კანის გამოსაცოცხლებლად სახის გასაწმენდ ლოსიონში ვასველებ ბამბის ბურთულებს. შემდეგ ვალაგებ სუფთა პოლიეთილენის პაკეტში და საყინულეში ვინახავ. ყოველ დილას კი, დაბანის მაგივრად სახეს მიღებული ნაზავით ვიწმენდ''.


ჰოლივუდის ვარსკვლავი - Meryl Streep-ი გვირჩევს:


'' მე უბრალოდ ვაღმერთებ მაწვნის ნიღაბს! მართალია პროცედურის შემდეგ სახის კანზე არცთუ ისე სასიამოვნო სუნი მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ საოცრად ახალგაზრდულად გამოვიყურები. უსიამოვნო სუნი კი სფრეის მისხურების ან ლოსიონის წასმის შემდეგ უკვალოდ ქრება''.



ცნობილი მოდელი - Candice Swanepoel-ი გვირჩევს:


" ნებისმიერი მჟავე ხილის ნიღაბის შემდეგ ჩემი კანი არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ ის მაინც ვერ შემიცვლის ძვირადღირებულ კრემებსა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს. მართალია, სახლში სახის კანის მოვლის ბევრ ხალხურ მეთოდს ვიყენებ, მაგრამ კოსმეტოლოგთან ვიზიტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავს მშვიდად ვგრძნობ, როდესაც ჩემს სილამაზეზე პროფესიონალი ზრუნავს''.

0
1382
6-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
1382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0