თავის მოვლა მოიშორე შესივება თვალების ქვეშ - ვარსკვლავური რეცეპტი 2013, 4 მაისი, 21:54 თვალებთან დაკავშირებული პრობლემები - (ნაწილი II)
ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯემი ლინი და ლინდსი ლოჰანი SPA-სალონების ხშირი სტუმრები და ახალ-ახალი პროცედურების დიდი მოყვარულები არიან. ''New York Magazine''-თან ერთ-ერთ ინტერვიუში მათ განაცხადეს, რომ ძვირადღირებული პროცედურების ნაწილს, ზუსტად ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ზოგიერთი ხალხური მეთოდის გამოყენებისას მიიღწევა. ჯემი და ლინდსი თავიანთ თაყვანისმცემლებს ურჩევენ: ''ნუ გადაიხდით ფულს ისეთი პროცედურებისთვის როგორიც თვალების ქვეშ შესივების ან სიშავის მოცილებაა, რადგან სახლშიც ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ პრობლემებს გაუმკლავდეთ''. როგორ მოვიცილოთ შესივება თვალების ქვეშ ინგრედიენტები: ერთი გათლილი კიტრი, 1 ჩაის კოვზი გვირილა (ის შეგიძლიათ აფთიაქში იყიდოთ, ან გვირილის ჩაის პაკეტიდან გადმოყაროთ). ინსტრუქცია: ყველაფერი ერთად აურიეთ ბლენდერით, გაყავით ორ ნაწილად, გაახვიეთ მარლაში და გააჩერეთ მაცივარში 15-20 წუთის განმავლობაში. გაცივებული ნაზავი თვალებქვეშ 20 წუთით გაიჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ თვალის კაკაკს სიცივე არ უხდება, ამიტომ მასალა ზუსტად პრობლემულ ადგილას (შესიებულ ადგილას) დაიდეთ. *** თვალების ქვეშ სიშავის პრობლემაზე სტატიის პირველ ნაწილში უკვე ვისაუბრეთ. გისურვებთ წარმატებებს. 110 2-ს მოსწონს
|