ქალი და მამაკაცი მამაკაცი - პირველი პაემანის შემდეგ 2013, 4 მაისი, 20:24 ცუდი გრძნობაა, როცა ბოლომდე ვერ გაგირკვევია რა უდნა ახლად გაცნობილ სიმპათიურ თაყვანისმცემელს შენგან. ვიდრე ღრმად ''შეტოპავდე'', კარგად დააკვირდი თუ როგორ იქცევა ის პირველი პაემანის შემდეგ. განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა: #1. ერიდება სხვათა ყურადღებას როცა მარტონი ხართ, გამუდმებით თვალებში გიყურებს, მაგრამ როგორც კი ''მოწმეები'' გაჩნდებიან - თვალს გარიდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არჩევანი შენს სასარგებლოდ არ გაუკეთებია და ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება არ სურს. #2. არ გაცნობს მეგობრებს მეგობრების დაბადების დღეებსა თუ ქორწილებში უშენოდ დადის - ესე იგი, სრულუფლებიან პარტნიორად არ გცნობს და ამ ურთიერთობას დროებით მოვლენად აღიქვამს. #3. შეხვედრებს უცნაურ ადგილას გინიშნავს მაგალითად: ქალაქის გარეუბნის კაფეში, ანდა ტყეში (სადაც ''მხოლოდ ის, შენ და ძაღლი მურადა იქნებით'' ...). ასეთი თაყვანისმცემელი ჯერ თავის გრძნობებში ვერ გარკვეულა და შენს ''შემოწმებას'' ცდილობს. 224 10-ს მოსწონს
|