x
შეესაბამება თუ არა სიმართლეს ქეთა თოფურიას ორსულობაზე გავრცელებული ხმები?
imageროგორც ჩანს საუბარი ქეთა თოფურიას ორსულობაზე, ცოტა არ იყოს წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ხმები იმის შესახებ, რომ ქეთა ბავშვს ელოდება, უფრო გამწვავდა მას შემდეგ რაც, ერთ-ერთ სადღესასწაულო ღონისძიებაზე მისულ ქეთას, ამ ღონისძიების წამყვანმა, იანა ჩურიკოვამ სცენიდან მიმართა. -" ნეტავ როგორაა შენი ქართველი დედა, ასეთ მდგომარეობაში რომ სიგარეტს ეწევი?" ჟურნალისტის ეს მიმართვა გამოიწვია იმან, რომ მან ქეთა სიგარეტით ხელში დაინახა.

სრულიად დასაშვებია, რომ ჟურნალისტმა იცოდა მეგობრის ორსულობის შესახებ ან შემთხვევით წამოსცდა და ამიტომ მისცა შენიშვნა. ამჟამად, როგორც ჩანს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალმა გაითვალისწინა იანას რჩევა-დარიგება და მავნე ჩვევას შეეშვა.

image

ცვლილებები შეეხო არა მარტო ქეთას ცხოვრების წესს, არამედ მის გარეგნობასაც - ვიწრო, ტანზე მომდგარი კოსტიუმების მოყვარული ქეთა ახლა უკვე თავისუფალი ტანსაცმლით გამოჩნდა. image


იმისათვის, რომ გავიგოთ, გავრცელებული ხმები დაკავშირებულია თუ არა მომავალ ბავშვთან, ქეთას მენეჯერის კომენტარი უნდა მოვიშველიოთ. მან განაცხადა რომ ქეთამ ჩაცმის სტილი შეიცვალა იმის გამო, რომ მას ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი კონცერტის გამართვა მოუწია და გასტროლებზე გამგზავრება. ხოლო მოწევას რაც შეეხება, გაღიმებულმა, უბრალოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაუკავშირა ეს ფაქტი.

მხოლოდ და მხოლოდ ის ფაქტი იწვევს გაკვირვებას, რომ ქეთა თოფურიას გარდერობი არასდროს არ ყოფილა არასასიამოვნო სტილის ტანსაცმლით გავსებული.

თვით ქეთა თოფურიამ გავრცელებულ ხმებზე განაცხადა, რომ ეს მხოლოდ შეთითხნილი ისტორიაა და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ხოლო იანა ჩურიკოვაზე თქვა: - " რაღაც არ მახსენდება ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფაქტი მომხდარიყო და იანას ჩემთვის რაიმე სახის რჩევა მოეცა".

0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა თეკლა
თეკლა თეკლა
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0