შოუბიზნესი რა მოხდა სინამდვილეში სერიალში ‘’ ჩემი ცოლის დაქალები’'. რა გახდა ნინო გაჩეჩილაძის სერიალიდან წამოსვლის ნამდვილი მიზეზი. 2013, 23 აპრილი, 13:40 არაერთი ჭორი გავრცელდა თუ რატომ დატოვა ნინომ სერიალი სინამდვილეში, მან ამ თემასთან დაკავშირებით გაზეთ Prime-time-ში ისაუბრა, გთავაზობთ ნინოს ინტერვიუდან მცირე მონაკვეთს. ნინო გაჩეჩილაძე: "მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვაპირებ არც ერთ ჟურნალსა თუ გაზეთში ამ თემაზე საუბარს, ერთადერთი გარემოება, რის გამოც გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა, არის ის, რომ ამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, ჩემი სერიალიდან წამოსვლის შესახებ, საკმაოდ არასწორად ვრცელდება.მაყურებლის უმეტესობას ჰგონია, რომ მე თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამის გამო მკიცხავენ, ზოგი კი, უბრალოდ, ჩემი გამოშვების ფაქტს აპროტესტებს და კატეგორიულად მოითხოვს "ნამდვილი კატოს" ეკრანზე დაბრუნებას... იმასაც გეტყვით, რომ მე ძალიან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ მაყურებლის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ვერავის მივცემ უფლებას, რომ ეს დამოკიდებულება ჩემს მიმართ შეცვალოს... უკვე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა წაიკითხა ის სტატუსი, რომელიც ამასწინად "ჩემი ცოლის დაქალებიდან" წამოსვლის შემდეგ დავწერე, სადაც განვაცხადე, რომ მარჯანიშვილის თეატრში ახალი სპეკტაკლის რეპეტიციები დამეწყო და პარალელურად სერიალში გადაღებას და სპეკტაკლზე მუშაობას ვერ ვასწრებდი, ამიტომ არჩევანი ჩემთვის უპირატეს საქმეზე გავაკეთე, ამ განცხადებით კი საკუთარ თავზე ავიღე ყველა ის გაუგებრობა და პასუხისმგებლობა, ყველა ის უხერხული კითხვა, რაც ჩემი სერიალიდან გაუჩინარებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.მე ყველანაირად ვეცადე არ მესაუბრა იმ შიდა სამზარეულოზე, რაც სერიალის, თუ ფილმის გადაღების დროს ხდებოდა.მაგრამ ვინაიდან დღემდე არ დასრულდა ამ თემაზე საუბარი და საზოგადოებას აინტერესებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამიტომ საჭოროდ ჩავთვალე ყველა კითხვას საბოლოოდ გავცე პასუხი და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი ამ გაუგებრობას პირველ რიგში, მინდა დიდი სითბოთი და სიყვარულით გავიხსენო მთელი ეს პერიოდი, რაც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გავატარე.ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემ შემოქმედებით ცხოვრებაში.გადამღები ჯგუფის თითოეული წევრის მიმართ მადლიერება მინდა გამოვხატო, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა შეექმნათ ღირებული პროდუქტი, რომელსაც ექნებოდა მაღალი რეიტინგი და მთელი ორი სეზონის განმავლობაში მათ ეს ნამდვილად შეძლეს. მთელი შემოქმედებითი კოლექტივი ოპტიმისტურად და დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებდით საერთო საქმეს.მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, სამუშაო პროცესში ზოგჯერ ჩნდება კითხვები, რომლებიც ხშირად უპასუხოდ რჩება ხოლმე, ძირითადად იმის გამო, რომ ამ კითხვების დასმისგან ბევრი თავს იკავებს... საქმე იმაშია, რომ ჩვენ მთავარი პერსონაჟები, ვმუშაობდით კონტრაქტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად ვიღებდით ხელფასს, თვეში 1500 ლარს.შვებულების წინ, ივლისის თვეში ინტენსიური მუშაობის შედეგად გადაღებების პროცესი დასრულდა 30 დღის ნაცვლად 18 დღეში, მაგრამ რატომღაც ნახევარი თვის ხელფასი გადაგვიხადეს, ხოლო აგვისტოს (ანუ შვებულების ხელფასი), საერთოდ არ მიგვიღია.შვებულებიდან დაბრუნებულმა ვიკითხე:"ღამეები რომ გაგვეთენებინა და მთელი თვის გეგმა 5 დღეში შეგვესრულებინა, 5 დღის ხელფასს მოგვცემდით-მეთქი?"...ეს კითხვა ზოგიერთს აშკარად არ მოეწონა...(აღარაფერს ვამბობ დაგვიანებულ ხელფასებზე, რომელიც, როგორც წესი, მინიმუმ 2 კვირით გვიანდებოდა).მოთმინების ფიალა კი მაშინ ამევსო, როდესაც ფილმის "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" გადაღების დაწყების წინ, ორი დღით ადრე, სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთი კოლეგისგან შემთხვევით შევიტყვე, რომ ზოგიერთი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელს გაცილებით მეტ თანხას უხდიდნენ სერიალში(დღეში), ვიდრე მე შემომთავაზეს მხატვრულ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლზე.მე ეს ფაქტი ჩემს მიმართ უპატივცემულოდ ჩავთვალე და სწორედ ამან განაპირობა ჩემი მოთხოვნა თანხის გაორმაგების თაობაზე, თუმცა არც ჩემი დასახელებული თანხა არ აღემატებოდა ნორმებს მოცემული სამსახურისთვის და არც ჩემი ეს განცხადება სცილდებოდა ეთიკურ ნორმებს, თუნდაც მათთან ცალმხრივი მოლაპარაკების დარღვევის მიუხედავად!(ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ეს მოხდა არა გადაღების პირველ დღეს, როგორც ამბობენ, არამედ, გადაღების დაწყებამდე 2 დღით ადრე, ანუ სწორედ მაშინ, როცა ეს ამბავი გავიგე).1 თვით ან 2 კვირით ადრე რომ გამეგო, იგივენაერად მოვიქცეოდი და სულ არ შემაშინებდა ის სავარაუდო რეაქცია, რის შემდეგაც ფილმში სხვა მსახიობს გადაიღებდნენ, რადგან მე თვითონ შევთავაზე მათ აეყვანათ შემცვლელი, თუ არ "აწყობდათ" ჩემი პირობები, რაზედაც მტკიცე უარი განაცხადეს - "არა ამ ფილმში შენ უნდა ითამაშოო!" და იმავე დღეს გამიფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩემი დღიური ანაზღაურება შეადგენდა დღეში 200 ლარს და რომელსაც მივიღებდი არა გადაღებების დასრულებისთანავე, არამედ ფილმის გამოსვლის შემდეგ, ანუ გადაღებების დასრულებიდან ერთ თვეში.როგორც თავად გიორგი ლიფონავამაც "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი შემოსავალი ქართულ ფილმს ჯერ არ ჰქონია, ეს მაშინ, როდესაც ჩემმა ჰონორარმა ფილმში სულ რაღაც სამი ათასი ლარი შეადგინა (დანარჩენი თავად განსაჯეთ)... ვფიქრობ, რომ ყველას აქვს იმის უფლება, მოითხოვოს ანაზღაურების მომატება და ეს სავსებით ნოლმალურია, ეს განიხილება ან ხდება შეთანხმებით, ან რჩება ისე, როგორც არის.სპეკულაცია ამ თემაზე მიუღებელია, მით უმეტეს მსახიობისთვის, რომელიც ხალხმა უკვე შეიყვარა და პოპულარული იმედია, ამის შემდეგ მკითხველისთვის ნათელი გახდება, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რამ გადააწყვეტინათ სერიალის შემქმნელებს ჩემთან კონტრაქტის გაწყვეტა.(როგორც ჩვენი საუბრისას პროდიუსერმა მითხრა, ეს ცვლილება იმიტომ შეიტანა სერიალში, რომ სხვა მსახიობებსაც იგივე დემარში არ გაემეორებინათ). ამის პარალელურად ლელა მებურიშვილი მიმართავს facebook- ის გვერდის საშუალებით ნინო გაჩეჩილაძის ფანებს: - ‘’ძალიან გთხოვთ ნუ დახარჯავთ იმაზე დროს თუ რატომ გააგდეს ნინო, ან მსგავსი შეტყობინებებით ნუ შეიწუხებთ თავს, არავის არ გაუგდია ნინო, გთხოვთ გაეცნოთ მის ინტერვიუს ინტერნეტ სივრცეში ან ჟურნალ–გაზეთებში და გაერკვეთ ბოლომდე თუ რა მოხდა რეალურად! ამ თემასთან დაკავშირებით მე ნუღარ დამიკავშირდებით. ასეა თუ ისე ფილმს რეიტინგი უფრო მოემატა და კიდევ ერთელ ავღნიშნავ რომ ჩემს მიერ შესრულებულმა კატოს როლმა გაამართლა და როლი შედგა’’! 1693 7-ს მოსწონს 1-ს არა
|