x
image
ია გელიტაშვილი
წერო ეს ნიშნავს
წერო ეს ნიშნავს შენი სულიერი სამყარო ფურცელზე გადმოიტანო, რასაც ვერ ვამბობ ხმამაღლა რაღაც მიზეზების გამო, ვიღებ ბლოკნოტს და ვიწყებ წერას..

ვინმემ ეს ბლოკნოტი, რომ ნახოს, გახსნას და წაიკითხოს საერთოდ ვერაფერს გაიგებს, რადგან მხოლოდ მე ვიცი რა, სად და როგორ მიწერია.ბავშვობიდან დაშიფრული შრიფტი მქონდა.ვწერდი ვწერდი და არავის არ ვაკითხებდი ვიცოდი ისე მაინც ვერ გაიგებდნენ, როგორც მე მინდოდა და როგორც მეწერა.გამოტანდნენ სრულიად სხვა დასკვნას.

image

თავისუფალი, თავისუფალი არ ვყოფილვარ.ხშირად მიჩნდებოდა სურვილი რაღაცის დამტკიცების, რაღაცის თქმის, მაგრამ უკან ვიხევდი.ახლა გავიზარდე, ან მგონია, რომ გავიზარდე და ყველაფერი შეიცვალა ყველაფრის მიმართ გამიჩნდა საშინელი პროტესტი.ფურცელზე ვეღარ ვატევ, ქუჩაში შემიძლია გავჩერდე და ბოლო ხმაზე ვიყვირო "არ მინდა, ეს არ მინდა ან პირიქით მინდა"


სითამამე კარგია, თავისუფალი აზროვნება უკეთესი, თუმცა ეს ყოველივე სითამამიდან მოდის.არ მეშინია და არ მრცხვენია დავაფიქსირო ჩემი აზრი ნებისმიერ თემაზე.ვაკრიტიკებ ყოველთვის "უკვე" და ყველაფერს "უკვე" ოღონდ ჯანსაღად.ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ჩვენი პატარა ქვეყნისთვის..

ილიაც გვაკრიტიკებდა, ისიც ჯანსაღად, თუმცა არ მივიღეთ, ვერ მივიღეთ.ილიას არ ვედრები რასამბობთ 200 წელი რომც ვიცხოვრო მას მაინც ვერ შევედრები.უბრალოდ ჩემთვის ყოველთვის მისაბაძია.

ჩვენ გვჭირდება წიგნიერი და განათლებული თაობა, რომელიც გამოხატავს საკუთარ აზრებსა და იდეებს არ შეეშინდება არაფრის, არავის და არასოდეს.ოღონდ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და არა ისე...

ვირის მაგალითი

მან ვერ აირჩია რომელი ძნა შეეჭამა და შიმშილით მოკვდა.

მე მინდა მეამაყებოდეს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, რომლებიც არ გასცვლიან სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე, მაგრამ ქვეყანამ მათ განვითარების საშუალება უნდა მისცეს, თავისუფლების, დემოკრატიის, მომავლის, ნათელი მომავლის....

მაგალითად:

სტუდენტები მიდიან სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ რათა სამსახურის შოვნა გაუადვილდეთ მომავალში დამსაქმებელი ხომ უცხოეთში ნასწავლ ადამიანს აირჩევს რომელსაც დიპლომში ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტის სახელი უწერია.

საქართველო ხომ გამორჩეული ქვეყანაა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ვნახავთ 2-3 დიპლომიან ტაქსის მძღოლებს.ყველას არაა მაგრამ უმეტესობას რატომღაც ესე მგონია დიპლომი აქვს "ნაყიდი" ამას ჯობდა ემეცადინა, ეშრომა ესწავლა და მოეპოვებინა 1 დიპლომი რომელიც უბრალოდ მისი ცოდნის დამადასტურებელი საბუთი იქნებოდა და არაა ჩარჩოში ჩასასმელი ნათესაობაში გამოსაჩენი ქაღალდი...

ხო კიდევ ერთი განათლებული თაობა გვჭირდება და არაა გაგიჟებული და დახამებული...

პ.ს

ცოტა გამიგრძელდა, თუმცა ეს ჩემი აზრია..შემაფასეთ და შეფასების დროს გაითვალისწინეთ, რომ ჩემთვის კრიტიკა მისაღებია რადგან სწორედ კრიტიკა მაძლიერებს და ზოგადად აძლიერებს ადამიანს.. imageimageimage


0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0