პოპულარულმა ჟურნალმა "People" 2013 წლის ყველაზე ლამაზი ვარსკვლავების სია შეადგინა. ჟურნალის ვერსიით 2013 წლის ყველაზე ლამაზი ქალბატონი გვინეტ პელტროუა. გვინეტი ამერიკელი მსახიობი გახლავთ. ის ინგლისელი როკ-მუსიკოსი კრის მარტინის მეუღლეა. წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს. მსახიობი უკვე 40 წლის გახლავთ, ამის მიუხედავას უზადოდ გამოიყურებს, რასაც ყოველდღიურ ვარჯიშსა და იოგის მედიტაციას უმადლის. გვინეტი ვერც კი წარმოედგინა თუ ამ ტიტულს მიიღებდა, რამდენიმე წლის წინ ის ხომ "მოძულებულ" მსახიობთა სიაში იკავებდა ადგილს.
გვინეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა მომხდარის დაჯერება: "გულწრფელად მეგონა, რომ მეხუმრებოდნენ. სამჯერ გადავიკითხე წერილი. გავიფიქრე, შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს. ვიფიქრე, რომ რაღაცას არასწორად ვკითხულობდი". მსახიობმა შეძლო და შეიყვარა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, ნაკლოვანებებზე კი წლების მანძილზე მუშაობდა. 40 წლის მსახიობი გვირჩევს: "მთავარია მიიღო საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ და შეიყვარო, შემდგომ კი მსოფლიოც შემოტრიალდება შენსკენ". მსახიობმა 1998 წელს სასიყვარულო კომედიაში “ შეყვარებული შექსპირი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის "ოსკარი" მოიპოვა.
ჟურნალმა "People"-მ პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილა: 2.კერი ვაშინგტონი 3. ამანდა სეიფილდი 4. ზოი დეშანელი 5. ჯეინ ფონდა 6. ჯენიფერ ლოურენსი 7. კელი როულანდი 8. ჰოლი ბერი 9. დრიუ ბერიმორი 10. ფინქი