x
ვისზე გაცვალა კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკი?
imageდასავლური პრესა ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკი ბრაზილიელ მოდელში ( ანდრესა ურაკი) გაცვალა.

მათი რომანის შესახებ თვით მოდელმა მოუყვა პრესას ( ან როგორ შეიძლებოდა ამის დამალვა?!). აღიარებენ რომ კლუბ "რეალ მადრიდის" წამყვანი თავდამსხმელი ხვდებოდა მოდელს სასტუმროში რამდენიმე დღის განმავლობაში, მანამ სანამ გაიმართებოდა მატჩი გერმანული კლუბის წინააღმდეგ, რომელიც როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია შედგა 24 აპრილს, დორტმუნდში.

ურაკი თავის მხრივ ინტერვიუში ამბობს: -"მე ყოველთვის მიმაჩნდა რომ კრიშტიანუ არის მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცი, ამიტომაც ვერც კი დავიჯერე როცა ის დამიკავშირდა".

ანდრესამ აგრეთვე აღნიშნა, რომ რონალდუ იყო აღტაცებული, ასე ვიტყოდი, აღნაგობით და დუნდულებით. ხოლო მოფერებით მას "ცხენს" ეძახდა.


image

ფეხბურთელმა კი უკვე გამოაქვეყნა ამ ისტორიის გამამართლებელი განცხადება და ამ შემთხვევას უბრალოდ პროვოკაცია უწოდა. საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე მან განათავსა გზავნილი ჟურნალ "The Sun" რედაქციის მისამართით. (სწორედ ამ ჟურნალში იქნება გამოქვეყნებული ყოველწლიური სილამაზის კონკურსში "Miss Bumbum Brasil 2012"- ის გამარჯვებულ ანდრესა ურაკთან ჩაწერილი ინტერვიუ).

image

კრიშტიანუ დასძენს: -"მე კითხვით მინდა მოგმართოთ. რატომ ხდება ასეთი რაღაცა სწორედ მაშინ როცა წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მაქვს? ძალიან შეწუხებული ვარ ამ სიტუაციის გამო, თუმცა შემიძლია სავსებით დაგარწმუნოთ, მე სწორედ იმ დღეს მივეცი ინტერვიუ და ამას ჟურნალისტიც დაატასტურებს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ეს მხოლოდ ბინძური ტყუილია და შეთითხნილი ამბავი.

მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ დავამატოთ... ირინა შეიკმა, რომელიც უკვე 3 წელია კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად არის, "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა სურათები საყვარელ მამაკაცთან (კრიშტიანუ რონალდუ) ერთად. ამ სკანდალურ ინფორმაციაზე კი ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.imageimage

0
162
2-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა თეკლა
თეკლა თეკლა
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0