x
ეკა კვალიაშვილსა და შალვა რამიშვილს შორის განხეთქილება მოხდა.

imageimage

"რას ხედავთ ქართულ კონკურსებზე?! მიმბაძველი გოგონები აკეთებენ პაროდიას სტარებისა. მღერიან იმაზე, რაც არ განუცდიათ და არ უგვრძნიათ და ჰგონიათ, რომ სწორად აღებული მაღალი ნოტი წარმატების გარანტიაა" - სწორედ ასე გამოაქვეყნა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე შალვა რამიშვილმა.

image

შალვა რამიშვილი აკონკრეტებს თუ რატომ არ მოსწონს როცა კარგი ვოკალური ტექნიკის მქონე დამწყები ქართველი მომღერლები ასრულებენ უიტნი ჰიუსტონის, გლედის ნაითის და სხვა სოულდივების სიმღერებს.

-" მომღერალი ვთვლი, მაგარია არა იმტომ, რომ დიაპაზონი აქვს დიდი ან კარგად აკეთებს მელიზმებს ან დეტონაცია არ ეპარება და სწორად სუნთქავს. ამის სწავლა შეიძლება. მაგარია მომღეარლი მაშინ, როცა შესრულებისას ის შოუს აწყობს. როცა ესმის სიმღერის ხასიათი და ვოკალური დრამატურგიის და არტისტიზმის მეშვეობით გაჯერებს, ის მღერის სიმღერას არა ნოტებისაგან არამედ ეგზისტენციური ვნებისაგან შედგება.სწორედ ამიტომ იყვნენ მაგარი უიტნი ჰიუსტონი, გლედის ნაითი და სხვები.დამწყებმა ქართველმა მომღერლებმა უნდა იმღერონ იმაზე, რაც თავს გადახდენიათ. იმღერონ იმ ენაზე, რომელზეც ისინი სიყვარულში უტყდებიან, რომლითაც ხუმრობენ, ილანძღებიან, ემოციებს გამოხატავენ. ჩემთვის ცოტა არ იკყოს გაუგებარია, რატომ არ ასწავლიან ამას კონკურსის მესვეურები".

ასეთი სკანდალური განცხადება, ცხადიარეაქციის არ ჩაივლიდა და მოჰყვებოდა ამას შესაბიმისი რეაგირება. არც დააყოვნა და სწორედ ამ პოსტზე დაუკომენტარა ეკა კვალიაშვილმა შალვა რამიშვილს.


image

აი, მისი კომენტარებიც:
-"შალვა, რასაც ახლა შენ ჩალიჩობ, ეს არაკაცობაა. დარწმუნებული ვარ, ახლა ზიხარ და ამ კომენტარებზე ხალისობ. ამას ენერგეტიკული ვამპირიზმი ჰქვია. მე ნუ დამეტაკები, არ გინდა, დამიჯერე!!! თქვენ კი, აგრესიულო და შურიანო ხალხო, გაიგეთ, რომ ეს ადამიანი კაიფობს თქვენი სისუსტეებით, ასე ერთობა. ნუ გახდებით ჯამბაზები. შალვა, უამრავი რამ მაქვს მოთმენილი ამ ცხოვრებაში, რაც მე შემეხებოდა, მაგრამ გაფრთხილებთ, ნუკას ნუ შეეხებით. გაიგოს მან, ვისაც ეხება. დანარჩენებს გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ეს კაცუნა კი ავანტიურისტია.

ეკა კვალიშვილი მიმართავს კიდევაც შალვას რამიშვილს :
-"შალვა, როდის აქეთ გახდი ასეთი განსწავლული სასიმღერო ხელოვნების ზუსტ, ნიუანსურ კრიტიკაში? იქნებ, მეც მასწავლო, სიმღერა როგორ უნდა? რა არის არტისტიზმი, ან სასიმღერო ხელოვნება? ალბათ ჩემზე მეტი იცი და სულ ტყუილად მიმღერია 35 წელი. იქნებ, ვიარო შენთან გაკვეთილებზე სიმღერის შესრულებაში. ერთს გეტყვი, საყვარელო, შენ კარგი ბიჭი ხარ და გააკეთე შენი საქმე იქ, სადაც არავინ შეგედავება. ყველაფერში შავი პიარშიკის იმიჯი, დამიჯერე, არ გამოგადგება და არც გიხდება კაცობის თვალსაზრისით. შენ მე კარგად მიცნობ და იცი, რომ მე არ შემეშლებოდა გადაწყვეტილება, როდის უნდა დამდგარიყო სცენაზე ჩემი შვილი! მეცინება შენი მუსიკალური კრიტიკის წაკითხვისას. იმ დივებმა, შენ რომ ჩამოთვალე, საფეხურები გაიარეს და ისე გახდნენ დივები. ასე რომ, სადაც გინდა, იქ გავმართოთ დებატები ამ საკითხზე და გავარჩიოთ თითოეული ფრაზა ''შენი ნააზრევიდან''. მაგრამ... შენთან რა ვარჩიო, მე ამ საქმის პროფესიონალი სპეციალისტები თუ დამიმტკიცებენ შენს სიმართლეს. მაგრამ, ვერც ეგენი ვერ დაამტკიცებენ, რადგან არ ხარ მართალი. ამიტომ, მიხედე შენს საქმეს და ნუ იქნები ყოველთვის ნეგატიური, ყველაფერში პროფესიონალი, ვითომ ყველაფერი იცი. პატივისცემით, ეკა კვალიაშვილი''.

image

გაუგებარია შალვამ უკან დაიხია თუ უბრალოდ თავი შეიკავა დებატებში მონაწილეობაზე მაგრამ ერთი რამ ძალიან ნათელია, მან მიერ დაწერილი კომენტარები უპასუხოდ დატოვა და მხოლოდ ამ კომენტარების წაშლით შემოიფარგლა.









0
118
3-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა თეკლა
თეკლა თეკლა
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0