x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
გაიღიმეთ

imageღიმილი ეს არაჩვეულებრივი რამ ყოფილა.ადამინი რომ იღიმება ჩვენგან შეუმჩნევლად რაღაც დიდ ძალას გადმოსცემს, ღიმილს ბევრი რამ შეუძლია, თურმე რაც უფრო ხშირად ვიღიმებით მით ნაკლები შანსია რაიმე დაავადების. ღიმილი საკმაოდ რთული მოვლენაა და მას ბევრი რამის ახსნა შეუძლია. სიცილს მეცნიერები უკვე ოცი წელია სწავლობენ, ღიმილი კი, ადამიანური გრძნობების უნატიფესი გამოვლენა, ნაკლებადაა შესწავლილი. ადამიანი პირველად იღიმის სიცოცხლის პირველი 30-45 დღის შუალედში, ყველაზე გვიან 3 თვის ასაკში. გაცინებისას მოქმედებაში მოდის 15 კუნთი. გაღიმებისას არანაკლებია საჭირო.რთულია შეაფასო თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს შენს მშვენიერ ღიმილს, ნუ შეიძლება არც ისე მშვენიერი იყოს მაგრამ ღიმილი ხომ მაინც ღიმილია. გამიგია რაც უფრო ხშირად იღიმები ცხოვრება მით უფრო ლამაზ ფერებში გეჩვენებაო? არ ვიცი დავიჯერო ეს მართალია? ან იქნებ ჯობია რომ ვცადოთ? იქნება და მარლაც ასე იყოს?
ბევრი რამ შემმთხვევია ამ ღიმილის დროს. სიმართლე რომ გითხრათ არც ისე ხშირად ვიღიმებოდი ადრე, მერე რაღაც წავიკითხე ზუსტად აღარ მახსოვს და ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე. ღიმილზე და ჩემზე. უნივერსიტეტში რომ მივდიოდი სახლიდან გასვლის წინ დავიყენე სახეზე ღიმილი. ჩემს თავზე მეცინებოდა სიმართლე თუ გინდათ. ნუ მოკლედ, ჩავჯექი სამარშუტო ტაქსსში და ვიღიმი ნუ მთლად დებილი ბავშვივით კი არა, ვუსმენ სიმღერებს ჩემთვის თან ვღიღინებ გულში და მეღიმება, ოგონდ ეს ღიმილი ის დაყენებული ღიმილი აღარ იყო, მართლა მეღიმებოდა. ზოგმა მგონი გიჯადაც კი ჩამთვალა, რომ შემომხედავდნენ. წინ ბიჭი მეჯდა და იმან დამცინა კიდეც, რომ შევხედავდი ეღიმებოდა. მივედი უნივერსიტეტში, სტუდ ბილეთი უნდა ამოვიღო უნდა ვაჩვენო რომ შემიშვან ამ დროსაც მეღიმება რათქმაუნდა და ჩვენი მკაცრი "მცველი" ღიმილით მეუბნება არ არის საჭიროვო ეს უკვე მიღწევა იყო . ასე ჩაიარა ჩემმა ექსპერიმენტმა, ნუ კიდე რაღაცეები მოხდა მაგრამ თავს არ მოგაწყენთ. ჯერ კიდევ მადლობა ამას რომ კითხულობთ ნუ თუ კითხულობთ.
მიხარია ქუჩაში გაღიმებულ ადამიანს რომ ვუყურებ, მართლა. მას რომ ვუყურებ მეც მეღიმება ცუდ ხასიათზე რომ ვიყო მაინც, რა ჯობია იმას, გარეთ რომ ხარ, გვერძე რომ ჩაგივლის, ვიღაც მარტო, უცხო და თავისთვის იღიმება, მოდი და ნუ გაგეღიმება თავადაც, ნუ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გიჯადაც ჩათვალონ... თქვენც არაფერი დაგიშავდებათ ასეთ ექსპერიმენტს თუ ჩაატარებთ, პირიქით გამხიარულდებით, დამიჯერეთ.
ყველას გულწრფელ ღიმილს გისურვებთ...

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:miss13
miss13
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0