ფეხბურთი ბექჰემს "ქალებთან ურთიერთობა "აუკრძალეს? 2013, 28 აპრილი, 21:25 ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს მანდილოსნებთან ურთიერთთობა აუკრძალეს.ეს მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს არაბმა შეიხებმა, რომლებიც იმ ფრანგული კლუბის მფლობელები არიან, რომელშიდაც ბექჰემი თამაშობს. არაბმა შეიხებმა ფრანგულ ფეხბურთში თავისი კანონები შეიტანეს. "პარი-სერ-ჟერმენის'' ფეხბურთელებს გასვლითი თამაშების დროს, ქცევების მკაცრი მოთხოვნები წაუყენეს. კლუბის ხელმძღვანელები კი ამ მოთხოვნებს, აცნობენ იმ სასტუმროს მფლობელებს, სადაც გუნდი თამაშის წინ ჩერდება.კერძოდ, მათ ეკრძალებათ ქალებთან ურთიერთობა.სასმელთან დაკავშირებით აკრძალვები უკვე ფეხბურთელებისათვის მისაღებია.მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ქალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ეთანხმებიან, მაგრამ კი ასრულებენ.მფლობელების გადაწყვეტილებით ასევე, ამ კლუბის ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ საკვებად ბიო-პროდუქტები, მინერელური სასმელი, ხილი და ბოსტნეული.ბექჰემი გაგებით ეკიდება ამ პირობებს და პირნათლად ასრულებს ხელმძღვანელების მოთხოვნებს. დევიდ ბექჰემი ქალბატონების მოყვარული მამაკაცია, მისი ყურადღების მიპყრობას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ბევრი ფრანგი მოდელი. 60 8-ს მოსწონს
|