სხვა გოგონა მატარებელმა გაიტანა იმის გამო,რომ ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა(ვიდეო) 2013, 28 აპრილი, 20:35 11 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:25 წუთზე რტიშევსკის რაიონში 16 წლის გოგონა სამგზავრო მატარებლის ქვეშ მოჰყვა, რეისი "ვორკუტა-ადლერი".ამჟამად გოგონა, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. პირველადი მონაცემებით ყველაფერი იმის ბრალია, რომ გოგონა ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და ვერ გაიგო მატარებლის მემანქანის გამაფრთხილებელი სიგნალი.გამოძიების ვერსიით რტიშევსკის რკინიგზის ტექნიკუმის პირველკურსელი გადადიოდა რტიშევო-პუკლინოს რკინიგზის ხაზის გადასასვლელზე, ხელში ეკავა მობილური, შეერთებული ჰქონდა ყურსასმენები და ხმამაღლა უსმენდა მუსიკას.მემანქანემ ხმოვან სიგნალთან ერთად შუქფარებიც აუნთო, მაგრამ უშედეგოდ, აღსანიშნავია, რომ საპირისპირო მხარედან 2 ადამიანი მოდიოდა, ისინიც უყვიროდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.გოგონა საავადმყიფოშია და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 86 1-ს მოსწონს
|