სისხლის სამართალი ცოლმა ქმრის გვამი დაანაწევრა და ძაღლებს მიუგდო საჭმელად 2013, 28 აპრილი, 18:40 ტომსკის ოლქში-რუსეთი, ცოლმა ქმარი ლურსმნის საქაჩით მოკლა, გვამი დაანაწევრა, ძაღლებს მიუგდო საჭმელად, ხოლო თავი და სხეულის სხვა ნაწილები წყალსაცავში და ტყის მასივში გადაყარა, იუწყება "Интерфакс"-ი. დანაშაული შარშან ზაფხულში მოხდა.როგორც რეგიონის პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება, ბაჩკარეთის რაიონულმა სასამართლომ 26 აპრილს ქალს გამოუტანა განაჩენი და სცნო დამნაშავედ.სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დამნაშავეს ქრონიკული ფსიქიატრიული გაუწონასწორობა სჭირს, რის გამოც ფაქტიურად ვერ აცნობიერებს თავის საქციელს.ქალი გადაყვანილი იქნა სამკურნალო-ფსიქიატრიულ სტაციონარში. 52 2-ს მოსწონს
|