x
image
hamunaptra1990
ბიონსემ ფოტოგრაფებს კონცერტებზე სურათების გადაღება აუკრძალა

image
ბიონსეს საკონცერტო ტურნე დაიწყო და პოპ მომღერალი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს საუკეთესოდ, რათა განურჩევლად ყველას კარგი მოგონებები დარჩეს მისი კონცერტების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე განმარტავენ კონცერტის ორგანიზატორები ბიონსეს მიერ სურათების გადაღების აკრძალვას შოუს დროს.

ახლა, თუ ვინმეს სურს რომ მიიღოს ფოტოები ბიონსეს საკონცერტო ტურიდან- Mrs. Carter World-იდან, მან ფოტოები უნდა შეუკვეთოს მომღერლის შტატიან ფოტოგრაფს. ჟურნალისტებს დიდად არ სჯერათ ამ გადაწყვეტილების სიმართლეში, მათი აზრით ბიონსემ ეს აკრძალვა მას შემდეგ გააკეთა, რაც ინტერნეტით გავრცელდა მისი ყველაზე საშინელი ფოტოები, რომელიც გადაღებული იყო სუპერ თასზე მისი გამოსვლის დროს.

პროფესიონალ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ვეღარ გადაუღებენ ფოტოებს, მაგრამ რას უშვება იმ უამრავ ფანებს, რომლებიც მობილურებით თუ აიფონებით არიან მისული მის კონცერტებზე? მათაც ხომ ვერ აუკრძალავს გადაღებას?imageimageimage


2
44
7-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
44
  
2013, 28 აპრილი, 12:13
თუ აუკრძალა?D:
0 1 2