ჭიდაობა წართმეული ოქრო ევროპის ჩემპიონატზე! 2013, 27 აპრილი, 21:15 დღეს 27 აპრილს გამართულ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე ქართველები სამ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში და საკმაოდ წარმატებითაც ორ წონით კატეგორიაში -90 და +100 კგ-ში, ხოლო -100 კგ-ში წარუმატებელი აღმოჩნდა ლორიაშვილი დავითისათვის, რომელმაც ვერ შეძლო წარმატების მიღწევა, ხოლო დანარჩენ ორ წონით კატეგორიაში ჩვენი ფალავნები ფინალში გავიდნენ ლიპარტელიანი ვარლამი და ადამ ოქრუაშვილი.სამწუხაროდ ჯგუფის ლიდერმა ლიპარტელიანმა ფინალი რუს ფალავანთან დენისოვ კირილისთან დათმო ანგარიშით 2:1 და ვერცხლის მედალს დასჯერდა.რაც შეეხება +100 კგ წონით კატეგორიას აქ დამაჯერებლად მიაღწია საფინალო ჭიდაობამდე ადამ ოქრუაშვილმა და ფინალშიც იგი დამაჯერებლად იდგა ფრანგ ფალავანთან ოლიმპიურ ჩემპიონთან და ევროპის ახლა უკვე ექვსგზის ჩემპიონთან ტედი რინერთან, იგი ღირსეულადაც იბრძოდა, მაგრამ მსაჯების არაკომპეტენტურობისა და ფრანგისადმი მიმხრობის გამო ქართველი ფალავანს ორი უმიზეზო გაფრთხილება მისცეს, რამაც გადაწყვიტა ფინალის ბედი, ამან რათქმა უნდა დიდი უკმაყოფილობა გმოიწვია თვით დარბაზშიც კი და არა მარტო ქართველებისაგან, დარბაზის ნაწილმა (უცხოელებს ვგულისხმობ) ფინალის დასასრულს პროტესტის ნიშნად დარბაზიც დატოვეს.ფაკტიურად ოქრო წაართვეს ადამს, რადგან შესაძლებლობა იყო, რომ ფინალი ფრედ დამთავრებულიყო და ორთაბრძოლა დამატებით დროში გადასულიყო, მაგრამ...ადამი ჩემპიონია მან ნათლად დაანახა მსოფლიოს თუ რა შეუძლია ქართველ ძიუდოსტს და დაანახა რომ ტედი რინერის დრო წავიდა, რადგან თავისი ჭიდაობით მან აშკარად დაჯობნა ჩვენი “ძალით გაჩემპიონებული". ჯამში საქართველოს აქვს სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო რითაც მედლების კომპლექტის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა, თუმცა 29 აპრილს მოუწევთ ეს დაამტკიცონ გუნდურ შერკინებაზე.წარმატებები ჩვენს ჩემპიონებს! 156 5-ს მოსწონს
|