ჭიდაობა ევროპის ჩემპიონატის მეორე წარმატებული დღე 2013, 27 აპრილი, 12:19
26 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა კვლავ უდიდესი წარმატებით იასპარეზეს და სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლეს ორ წონით კატეგორიაში 73 კგ და 81 კგ წონით კატეგორიებში.73 კგ. თავი გამოიჩინეს ბაჩო ტატალაშვილმა და რეხვიაშვილმა ზებედამ მათ წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები.სამწუხაროა ორივეს მარცხი, მაგრამ ტატალაშვილის განსაკუთრებით, რადგან მან ფინალი დათმო სლოვენიელ ფალავანთან თავისი შეცდომის გამო, მაგრამ მის მიერ მოპოვებული ვერცხლი ცუდი არაა და იმედია იგი შეძლებს მრავალჯერ ასახელოს სამშობლო, ასევე ზებედას ბრინჯაოც აღსანიშნავია რადგან ეს მისთვის კარგი დასაწყისია და ცუდი შედეგი არაა და იმედია ისიც შეძლებს მომავალში უფრო მაღალი სინჯის მედლის აღებას.რაც შეეხება 81 კგ წონით კატეგორიას აქ ოქრო მოიპოვა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მან თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყო ასპარეზობა და ბოლომდე ასე გავიდა, ამავე წონაშვი ასევე ასპარეზობდა წიკლაური ლევანი რომელმაც სამწუხაროდ შეხვედრა დათმო მეოთხედ ფინალში და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ევროპის ჩემპიონატზე ქართველები დიდი წარმატებით გამოდიან და უკვე შეძლეს სამი ოქროსა და თითო-თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მოპოვება.ამ დროისათვის ჩვენი ქვეყანა 1-ელ ადგილზე, მედლების მხრივ.
27 აპრილს ქართველები კვლავ გამოვლენ ორ წონით კატეგორიაში 90 და -100 კგ...წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს!
20 3-ს მოსწონს
|