სხვა რა შეიძლება შეიძინო 1 დოლარად სხვადასხვა ქვეყნებში? 2013, 27 აპრილი, 10:35 რომ დაფიქრდე რა შეიძლება შეიძინო სულ რაღაც 1 ამერიკულ დოლარად? თურმე 1 დოლარად ბევრი რამის შეძენა შეიძლება, გააჩნია რომელ ქვეყანაში.
მოდით გავიგოთ რა შეიძლება იყიდოთ 1 დოლარად სხვადასხვა ქვეყნებში. კამბოჯა: 2 კათხა ჩამოსასხმელი ლუდი ე.წ. "ბედნიერი საათებში" (Happy Hour), 1 შემწვარი ბაყაყი, ბამბის კაშნი ჰრამა (ტრადიციული თავსაფარი), 3 ხრამუნა შემწვარი ობობა, 20 წუთი "თევზის პედიკიური" (ასეთიც არსებობს თურმე), 4 ლიტრი დასალევი წყალი, 1 ბამბის მაისური, 2 ქილა კოკა-კოლა, 2 დრაკონის ხილი. ავსტრია, ვენა: 1 ფუნთუშა Kornspitz. ფილიპინები: ნახევარი საათი ფეხების მასაჟი, მამაკაცის თმის შეჭრა, 28 სიგარეტი "მალბორო", ყავა 7Eleven, AA ტიპის სამი ელემენტი, 4 ფუნთუშა Mr. Donut-ში, ტაქსით მგზავრობა 2 კილომეტრის მანძილზე, 4 ლიტრი წყალი და ძალიან ბევრი ბრინჯი. ესპანეთი: კანარის კუნძულებზე შეგიძლია იყიდო ერთი ფინჯანი ყავა. ვიეტნამი: 1 დღით ველოსიპედის არენდა, 2 ფინჯანი რძიანი ყავა, ვიეტნამური სუპი "ფოს" ერთი თევში, ჩიტის 40 კვერცხი, 1 ტრადიციული ვიეტნამური ქუდი, 1 DVD, 7 ლიტრი წყალი, 1.25 ლიტრი ბენზინი, 2 ბილეთი ლიტერატურის მუზეუმში, ორი ლუდი. დიდი ბრიტანეთი: ნახევარი ლიტრი საწვავი, 2 სიგარეტი, 3 ვაშლი, გაზეთი. თურქეთი: ავტობუსის ბილეთი, კოკა კოლა, სენდვიჩი, 1 კგ. ვაშლი ან ფორთოხალი, 2 პური. კოლუმბია: ფინჯანი ყავა და 2 ფუნთუშა. ინდოეთი; კალკუტაში 1 დოლარად შეიძლება კარგად დანაყრდე. კოსტა-რიკა: პაპაია, ანანასი ან საზამთრო. პორტუგალია: ერთი ესპრესო. ბელიზი: შემწვარი ბანანები ქუჩაში. 137 4-ს მოსწონს
|