ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა რამოდენიმე თვის წინ ნიუ-იორკში. ორიგინალული და კულტურული მძარცველი ასე შეარქვეს მას! ადამიანი, რომელიც, ნიუ-იორკის ერთ-ერთი გარე უბანის მცხოვრები აღმოჩნდა საკმაოდ ეშმაკურად ძარცვავდა ხალხს, წლების მანძილზე ის ამით ირჩენდა თავს და ინახავდა ოჯახს. გაღატაკებულად ჩაცმული, ზრდასრული მამაკაცი, შებინდებისას იარაღით დადიოდა ნიუ-იორკის ქუჩებსა და სკვერებში, ტექსტი ყველასთან ერთი და იგივე ჰქონდა საკმაოდ ოსტატურადაც ახერხებდა ადამიანების ძარცვას და მიმალვას. მისი ტექსტი სულ რამოდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა. "გაირეთ მოწყალება, სერ, შეევედრებოდა ის, __ გაიმეტეთ რამდენიმე დოლარი საწყალი უმუშევრისთვის, მას ხომ ამ რევოლვერის მეტი არაფერი გააჩნია ქვეყანაზე!" აიწევდა მაისურს და რევოლვერს გამოაჩენდა დამფრთხალი და შეშინებული ადამიანები კი საფულეს უტოვებდნენ და თავ ქუდ მოგლეჯილი გარბოდნენ!! როდესაც ის დაიჭირეს და ჩხრეკა ჩაუტარეს, აღმოაჩნდა მისი შვილის, ცხვირ მოტეხილი მაგნუმის ტიპის იარაღი. სამი წლის მანძილზე მან ასობით ადამიანის ძარცვა აღიარა სამწუხაროდ არ ვიცი რამდენი წელი მიუსაჯა სასამართლომ...